გია ვოლსკი - დაიწყებს სახელმწიფო ჩამოშლას, მოხდება ის, რასაც ელოდებიან ჩვენი ოპონენტები და „კიეველი ორაკული“ - რომელი შემთხვევა უფრო მისაღებია, როდესაც დესტაბილიზაციაა თუ როცა პარლამენტი ერთი პარტიით იწყებს ფუნქციონირებას?

რომელი შემთხვევა უფრო მისაღებია? - როდესაც სახელმწიფო ინგრევა, დესტაბილიზაციაა და ეკონომიკური პრობლემები იქმნება, თუ როდესაც პარლამენტი ერთი პარტიით იწყებს ფუნქციონირებას? - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ წამყვანის კითხვას, იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად პარლამენტი ერთი პარტიით დაიწყებს ფუნქციონირებას.

მისი თქმით, სახელმწიფო თუ დაიწყებს ნგრევას, მოხდება ის, რასაც „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ოპონენტები და „კიეველი ორაკული“ ელიან.

„ორი შემთხვევა შეიძლება იყოს - პირველი შემთხვევა შეიძლება იყოს ის, რომ დაიწყებს სახელმწიფო ჩამოშლას რეალურად, დაიწყებს ნგრევას და მოხდება ის, რასაც ელოდებიან ჩვენი ოპონენტები და „კიეველი ორაკული“. რომელი შემთხვევა უფრო მისაღებია? - როდესაც სახელმწიფო ინგრევა, როდესაც დესტაბილიზაციაა, როდესაც ეკონომიკური პრობლემები იქმნება, თუ როდესაც პარლამენტი ერთი პარტიით იწყებს ფუნქციონირებას ?“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ამასთანავე, კითხვაზე, რამდენ ხანს შეიძლება, იფუნქციონიროს ერთპარტიულმა პარლამენტმა, გია ვოლსკიმ არ გამორიცხა იმის ალბათობა, რომ პარლამენტი არ იყოს ერთპარტიული, რადგან, მისი განმარტებით, ეს იქნება სახელმწიფოს ღალატი და ოპოზიცია ღალატზე ვერ წავა.

„არ მგონია, იმიტომ რომ ღალატია, ღალატზე ვერ წავლენ მგონია, დარწმუნებული ვარ ამაში. ეს ქვეყნის წინაშე შეთქმულებაა, რომ დაინგრეს ყველაფერი, ოღონდ განხორციელდეს ის, რაც ჩანაფიქრი აქვთ - თუ რევოლუციური სისხლისღვრით არა, მაშინ ეკონომიკური სიდუხჭირით, პრობლემებით, კოვიდის გავრცელებით, რასაც აკეთებენ ყოველდღე, რასაც ვუყურებ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა