ლევან იოსელიანი - რადგან ვსხედვართ მოლაპარაკებების მაგიდასთან, ვაკეთებ დაშვებას, რომ შეიძლება, მოვილაპარაკოთ არამარტო ვადამდელ არჩევნებზე, არამედ რაღაც სხვაზეც

ოპოზიცია და ხელისუფლება მოლაპარაკებების მაგიდასთან ვსხედვართ, ამიტომ ვაკეთებ დაშვებას, რომ შეიძლება, მოვილაპარაკოთ არამარტო ვადამდელ არჩევნებზე, არამედ რაღაც სხვაზეც, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში” განაცხადა.

მისივე თქმით, ჯერ კიდევ არსებობს რესურსი, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, შუამავლების მეშვეობით, მოხდეს შეთანხმება გამოსავალზე.

“რადგან მოლაპარაკების მაგიდასთან ვსხედვართ, ეს ნიშნავს, რომ არსებობს რესურსი მოლაპარაკების. ელჩები ძალიან ბევრ შრომას დებენ იმაში, რომ ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შედგეს რაღაც ტიპის დიალოგი და რაღაცნაირად კონსენსუსამდე მივიდეთ. წითელი ხაზები ყველა წინა მოლაპარაკებების დროს იყო, მათაც მოუწიათ წითელი ხაზების გადალახვა და ოპოზიციასაც. რადგან ვსხედვართ მოლაპარაკებების მაგიდასთან, ვაკეთებ დაშვებას, რომ შეიძლება მოვილაპარაკოთ არამარტო ვადამდელ არჩევნებზე, არამედ მათ შორის რაღაც სხვაზეც. ეს არის ოპოზიციისთვისაც და ხელისუფლებისთვისაც შანსი ქვეყანა გამოიყვანოს კრიზისიდან”,- განაცხადა იოსელიანმა.

იოსელიანმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებას გაყალბებული არჩევნებისთვის პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს.

“თუ ვინმეს პასუხისმგებლობა არ აქვს ეს არის ხელისუფლება, რადგან მან ქვეყანა შეიყვანა არამარტო ეკონომიკურ კრიზისში, არამედ პოლიტიკურ კრიზისში, რადგან არჩევნები გააყალბა. ოპოზიციას არჩევნები არ გაუყალბებია, უბნებზე ძველი ბიჭები არ დაუყენებია, ოქმები არ გადაუწერია, ფული და კარტოფილი არ დაურიგებია - ეს გააკეთა ხელისუფლებამ და როცა აკეთებ ასეთ რამეს, უნდა იცოდე, რომ აუცილებლად მოგიწევს პოლიტიკური ფასის გადახდა”, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

გარდა ამისა, ლევან იოსელიანი გამოეხმაურა ოპოზიციონერი ლიდერების სასამართლო პროცესების ჩანიშვნას და შემდეგ გადადებას. მან განაცხადა, რომ ამ ყველაფერს პოლიტიკური სარჩული აქვს - “ხელისუფლებას უნდოდა, რომ კიდევ უფრო მეტი პოლიტიკური მძევლები ჰყოლოდა”.

“როცა სასამართლო პროცესი ინიშნება, მისი თანმიმდევრულად დანიშვნა და შემდეგ დღეს ისევ ასე თანმიმდევრულად გადადება - ეს ვიღაცის ჩარევის გარეშე არ მოხდება. ამაში ჩაერია ვოლსკი და მისი მეგობრები, სხვა ვინ ჩაერეოდა?! მთავრია ის, რომ სასამართლოს არანაირი როლი არ აქვს, დაურეკავენ გააუქმეთ პროცესი, გააუქმებენ, დაურეკავენ - ჩანიშნავენ. არაფერს არ წყვეტს სასამართლო ვის დაიბარებს, როდის დაიბარებს და რა გადაწყვეტილებას გამოიტანს. ეს არის ამ ქვეყნის უბედურება, რომ ამათ შეკვეთაზეა დამოკიდებული, ვის როდის დაიბარებენ. ეს არის მტკიცებულება იმის, რომ პროცესები მთლიანად სასამართლოში ხელისუფლების მიერ იმართება”, - განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისთვის, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესები, რომლებიც დეკემბერში უნდა განახლებულიყო, გადაიდო.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა