ცესკო-მ პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა

ცესკოს სპიკერის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია იოსელიანმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული პარტიების შედეგები წარმოადგინა.

წარმოდგენილი შედეგებით, ყველაზე მეტი მანდატი მე-10 მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიებმა მიიღეს.

“საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი ბარიერი 9 საარჩევნო სუბიექტმა გადალახა. #2 - ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია „ ევროპული საქართველო“ მოძრაობა თავისუფლებისთვის“ 3,79%, მიღებული მანდატების რაოდენობა 5.

#5 – ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ - 27,18% - მიღებული მანდატების რაოდენობა - 36.

#8 - დავით თარხან მოურავი ირმა ინაშვილი „პატრიოტთა ალიანსი“ 3,14%, მიღებული მანდატების რაოდენობა - 4.

#10 შალვა ნათელაშვილი „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ 1% - მიღებული მანდატების რაოდენობა - 1.

#24 „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები“, 1,33% მიღებული მანდატების რაოდენობა - 2.

#27 ბლოკი „გიორგი ვაშაძე სტრატეგია აღმაშენებლი“ - 3,15% მანდატების რაოდენობა - 4.

#36 „გირჩი 2,89% - მანდატების რაოდენობა - 4.

#41 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ – 48, 22% მიღებული მანდატების რაოდენობა - 60.

#56 „ლელო“ 3,15% მიღებული მანდატების რაოდენობა - 4.

რაც შეეხება მაჟორიტარული სისტემით ჩატარებულ არჩევნებს, კანონიერ ძალაში შესულია საოლქო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმები, რომელთა საფუძველზეც, 30-ვე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტის მაჟორიტარ წევრებად არჩეული არიან №41 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს მიერ წარდგენილი კანდიდატები“, - განაცხადა იოსელიანმა.

იოსელიანის თქმით, შედეგების შეჯამებიდან არაუგვიანეს მეათე დღისა პარლამენტის პირველ სხდომა უნდა გაიმართოს.

„შეჯამების თაობაზე დოკუმენტაციას ცესკო საქართველოს პარლამენტს გადასცემს. საკანონმდებლო ორგანო კი, თავის მხრივ არჩევნების შედეგების შეჯამებიდან არაუგვიანეს მეათე დღისა, გამართავს პარლამენტის პირველ სხდომას. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტი შედგება პროპორციუილი სისტემით არჩეული 120 და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემთ არჩეული 30 პარლამენტის წევრისგან“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა