მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მეათე დღისა უნდა გაიმართოს

ცესკო-მ დღეს გამართულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის მოვალეობის შემსრულებლის ნათია იოსელიანის განცხადებით, შეჯამების თაობაზე დოკუმენტაციას ცესკო საქართველოს პარლამენტს გადასცემს.

საკანონმდებლო ორგანო კი, თავის მხრივ არჩევნების შედეგების შეჯამებიდან არაუგვიანეს მეათე დღისა, გამართავს პარლამენტის პირველ სხდომას.

„ცესკო-მ დღეს გამართულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა. შემაჯამებელი ოქმის თანახმად, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ შეადგინა 3 511853. პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობა მილიონ 992 891-მა ამომრჩეველმა მიიღო. შემაჯამებელ ოქმში დეტალურად არის ასახული ინფორმაცია სარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტების და მანდატების შესახებ. შეჯამების თაობაზე დოკუმენტაციას ცესკო საქართველოს პარლამენტს გადასცემს. საკანონმდებლო ორგანო კი, თავის მხრივ არჩევნების შედეგების შეჯამებიდან არაუგვიანეს მეათე დღისა, გამართავს პარლამენტის პირველ სხდომას. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტი შედგება პროპორციული სისტემით არჩეული 120 და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემთ არჩეული 30 პარლამენტის წევრისგან.

გვინდა განვაცხადოთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ ურთულესი გამოწვევის- პანდემიის პირობებში შეძლო არჩევნების ორგანიზება ამომრჩევლისთვის ჯანმრთელობის უსაფრთხო გარემოში. არჩევნების დღეს დაცული იყო ყველა პირობა იმისთვის, რომ საარჩევნო უბანზე მოქალაქეებს თავისუფალ გარემოში ჰქონოდათ შესაძლებლობა, დაეფიქსირებიან მათი არჩევანი. აღსანიშნავია, რომ ცესკო-მ უზრუნველყო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი პირების კენჭისყრაში მონაწილეობა“, - განაცხადა იოსელიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო