შვედეთის საგარეო მინისტრი - მთიან ყარაბაღში განვითარებული ტრაგიკული მოვლენა უნდა გვახსენებდეს, რატომ სჭირდება გაჭიანურებულ კონფლიქტებს საქართველოსა და მოლდოვაში ჩვენი უწყვეტი ყურადღება

მთიან ყარაბაღში განვითარებული ტრაგიკული მოვლენა უნდა გვახსენებდეს, რატომ სჭირდება გაჭიანურებულ კონფლიქტებს საქართველოსა და მოლდოვაში ჩვენი უწყვეტი ყურადღება და პოლიტიკური ვალდებულება , – ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ენ ლინდემ ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 27-ე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან რეგიონში არსებულ გადაუჭრელ პრობლემებზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შედეგად გამოწვეულ „ტრაგიკულ ადამიანურ დანაკარგზე“. შვედმა დიპლომატმა იმედი გამოთქვა, რომ მთიან ყარაბაღში პრობლემა საბოლოოდ გადაიჭრება.

„იმის გათვალისწინებით, რომ მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მოქმედებს, იმედი გვაქვს, მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ეგიდით მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესი შესაძლებელს გახდის საკითხის მდგრად პოლიტიკურ გადაწყვეტას, რაც მომავალში მსგავსი ზიანის აცილებას უზრუნველყოფს“, - განაცხადა ენ ლინდემ.

მისივე თქმით, მთიან ყარაბაღში განვითარებული ტრაგიკული მოვლენა უნდა გახდეს იმის შემახსენებელი, თუ რატომ სჭირდება გაჭიანურებულ კონფლიქტებს საქართველოსა და მოლდოვაში უწყვეტი ყურადღება.

შეგახსენებთ, ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 27-ე სხდომა ორგანიზაციის მოქმედმა თავმჯდომარემ, ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა, ედი რამამ ტირანადან დღეს გახსნა. ვირტუალური მინისტერიალი ორ დღეს გაგრძელდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო