"ევროპის უნივერსიტეტში" IFMSA-ის გაცვლით პროექტში მონაწილეობისთვის დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის სტუდენტთა შესარჩევი კონკურსი ჩატარდა

"ევროპის უნივერსიტეტში" მედიცინის ფაკულტეტზე სტუდენტთა მსოფლიო ორგანიზაციის - IFMSA-ის გაცვლით პროექტში მონაწილეობისთვის დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის სტუდენტთა შესარჩევი კონკურსი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას "ევროპის უნივერსიტეტი" ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი გულისხმობს მონაწილე ქვეყნებიდან (იტალია, მოლდოვა, სერბეთი, უნგრეთი, რუმინეთი, პერუ) ერთ-ერთში სტუდენტის მიერ 2021-2022 წელს ერთთვიან (28 დღე) კლინიკური პრაქტიკის გავლას.

კონკურსის შედეგად "ევროპის უნივერსიტეტის" დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის 6 სტუდენტი შეირჩა: ალიკია ჩიპურუპალი - იტალია, საჰიშნუტა სურიაკანტ დეშმუხი - უნგრეთი, რიიტ აგარუალი - რუმინეთი, უპალ რავიშა - პერუ, ჯოჯი ჯინსი მარია - სერბეთი და რიშუ - მოლდოვა. პროექტის თანახმად, საქართველოდან მივლინებულ "ევროპის უნივერსიტეტის" სტუდენტებს ექვსი ქვეყანა უმასპინძლებს, საქართველოში კი სტუდენტები ამ ქვეყნებიდან ჩამოვლენ.

"აღნიშნული პროექტის ფარგლებში "ევროპის უნივერსიტეტი" იღებს ვალდებულებას კლინიკური პრაქტიკა დაუგეგმოს მასპინძელი ქვეყნების წარმომადგენელ 6 სტუდენტს. უნივერსიტეტი დაფარავს პროექტის ფარგლებში ჩამოსული უცხოელი სტუდენტების კლინიკური პრაქტიკის და ასევე საცხოვრებელ ხარჯებს, რის საფუძველზეც "ევროპის უნივერსიტეტის" სტუდენტები გათავისუფლებული იქნებიან მასპინძელ ქვეყანაში კლინიკური პრაქტიკის საფასურის და საცხოვრებელი ხარჯისგან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა