სომხეთის საგარეო მინისტრი - კონფლიქტი დარეგულირებული იქნება მაშინ, როცა მსოფლიო საზოგადოება ყარაბაღის მცხოვრებთა უფლებას თვითგამორკვევის შესახებ აღიარებს

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი მხოლოდ მაშინ იქნება დარეგულირებული, როდესაც საერთაშორისო საზოგადოება აღიარებს ყარაბაღის მცხოვრებთა უფლებას თვითგამორკვევის შესახებ. „არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არა აივაზიანმა განაცხადა.

„კონფლიქტი დარეგულირებულად ჩაითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი არცახის მცხოვრებთა თვითგამორკვევის უფლება აღიარებული იქნება საერთაშორისო საზოგადოების მიერ. ომის დროს მსოფლიო საზოგადოებამ გაამყარა და გააღრმავა ის აღქმა, რომელსაც ჩვენ 26 წლის განმავლობაში დაჟინებით ვითხოვდით. ეს არის საკითხი თავისუფალი და ღირსეული ადამიანების შესახებ, რომლებიც თავის ისტორიულ სამშობლოში ცხოვრობენ“,- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია