ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, საქართველოს მუნიციპალიტეტებში საინფორმაციო ხასიათის დამხმარე მასალა გაიგზავნება

ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, საქართველოს მუნიციპალიტეტებში საინფორმაციო ხასიათის დამხმარე მასალა გაიგზავნება.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG) გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კამპანიაში აქტიურად არის ჩართული.

ორგანიზაციამ აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, ქვეყნის 64-ვე მუნიციპალიტეტში გასაგზავნად პოსტერები, პირბადეები და ლოგოტიპური გულსაბნევები უკვე დაამზადა. მათი ცნობით, უახლოეს დღეებში ამავე თემატიკით, საინფორმაციო ხასიათის ბროშურები და ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის შესახებ ევროპული ქარტიაც დაიბეჭდება, რომლებიც წევრ მუნიციპალიტეტებში გავრცელდება.

“საინფორმაციო პოსტერები, რომლებიც მსხვერპლთა მხარდაჭერისა და ძალადობის დაძლევის პრევენციის მიზნით, საქართველოში არსებული სახელმწიფო სერვისების შესახებ აუცილებელ ინფორმაციას მოიცავს, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული შენობების გარდა, ხალხმრავალ ადგილებშიც განთავსდება, რაც მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, პროექტის “გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაცია“ კოორდინატორმა ნათია ღვინაშვილმა.

ათეა-მ, როგორც თვითმმართველი ერთეულების გამაერთიანებელმა ქოლგა ორგანიზაციამ, აღნიშნულ კამპანიაში ჩასართავად წევრ მუნიციპალიტეტებს ისეთი აქტივობების განხორციელებისკენ მოუწოდა, რომლებიც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებულ გამოწვევებს პასუხობს.

ასოციაციამ, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად, ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით, ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის დამხმარე ინსტრუქციაც შეიმუშავა, რომლითაც მუნიციპალიტეტები უკვე ხელმძღვანელობენ.

კამპანიის ფარგლებში ასევე დამზადდება თემატური ხასიათის ვიდეორგოლები და სოციალურ ქსელში ჩაეშვება ახალი რუბრიკა, სადაც თვითმმართვლობების მიერ ძალადობის პრევენციის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები და აქტივობები იქნება წარმოდგენილი.

ათეა მხარს უჭერს საზოგადოების ყველა სფეროში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფისა და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის მიმართულებით არსებული სახელმწიფო პოლიტიკის მექანიზმებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა