ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი - ევროკავშირი საქართველოს და ქართველი ხალხის  გვერდით დგას და დახმარებას უზრუნველყოფს მრავალი მიმართულებით

ევროკავშირი საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით დგას და დახმარებას უზრუნველყოფს მრავალი მიმართულებით, მათ შორის ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენის მიზნით, - ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს.

როგორც ევროკომისარი აღნიშნავს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან დღეს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კარგი საუბარი ჰქონდა.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან დღეს კარგი საუბარი მქონდა მოვლენების ბოლოდროინდელი განვითარების შესახებ. საუბრისას ხაზი გავუსვი პარტიებს შორის დიალოგის მნიშვნელობას და ახალ კორონავირუსთან ბრძოლას. ევროკავშირი საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით დგას და დახმარებას უზრუნველყოფს მრავალი მიმართულებით, მათ შორის ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენის მიზნით. მეტი ურთიერთკავშირი ჩვენი საერთო პრიორიტეტია", - აღნიშნავს ევროკომისარი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო