იტალიაში კორონავირუსით ერთ დღე-ღამეში 1000-მდე ადამიანი გარდაიცვალა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია

იტალიაში კორონავირუსით გასული დღე-ღამის განმავლობაში 993 ადამიანი გარდაიცვალა. „გარდიანის“ ცნობით, ეს ქვეყნისთვის ვირუსით სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია პანდემიის დაწყების მომენტიდან. მანამდე ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი პანდემიის პირველი ტალღის დროს 27 მაისს დაფიქსირდა - 919 შემთხვევა.

გარდა ამისა, იტალიაში ბოლო დღე-ღამში კოვიდ-19-ის კიდევ 23 255 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. წინა დღეს ეს მონაცემი 20 709 იყო. სულ კორონავირუსს იტალიაში 58 038 ადამიანი ემსხვერპლა.

დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა კი 1.6 მილიონს აჭარბებს. „როიტერის“ მონაცემებით, სულ საავადმყოფოებში 31 772 ადამიანი მკურნალობს, 3 600-მდე პირს კი ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში უტარდება შესაბამისი მკურნალობა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა