ლევან კობერიძე ხელისუფლებასთან მოლაპარაკებაზე - პრაქტიკულად კვანძის გახსნასთან უნდა იყოს მიახლოებული სიტუაცია

ვთვლი, რომ იყო შანსები, პირდაპირ რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა არ დამდგარიყო და კონსტრუქციული ნაბიჯი ყოფილიყო გადადგმული, რასაც „ქართული ოცნება“ ვერ გაექცეოდა , - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან კობერიძემ განაცხადა.

როგორც ლევან კობერიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნა, გაცილებთ კომფორტულად იგრძნობდა თავს, რომ ოპოზიციისა და მათ შორის ელჩებთან შეხვედრების დროს არ ყოფილიყო დათქმა ე.წ. „არ გაჟღერების“ პრინციპის, რადგან პოლიტიკა საჯარო სივრცეა.

მისივე თქმით, ცდილობს, რომ განსხვავებული მოსაზრებების დაფიქსირებით ოპოზიციურ ერთობას ხელი არ შეუშალოს.

„განსხვავებული მოსაზრებები მაქვს მთლიანად ამ პროცესთან დაკავშირებით, მიდგომებზე ბევრ საკითხში, რაღაც საკითხებში არ ვეთანხმები. ვთვლი, რომ იყო გარკვეული დრო და შანსები, რომ პირდაპირ რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა არ დამდგარიყო და კონსტრუქციული ნაბიჯი ყოფილიყო გადადგმული, რასაც „ქართული ოცნება“ მოლაპარაკების პროცესში ვერ გაექცეოდა.

ახლა უკვე პროცესი შევიდა იმ ეტაპზე, როდესაც ოპოზიცია ერთიანია. ერთობა არის მნიშვნელოვანი, არ უნდა დავკარგოთ და უნდა ვთქვათ, რომ ესეც უნდა გაიაროს ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა, როდესაც ერთხელ მაინც ოპოზიციას ერთიანი პოზიცია აქვს და ისე ესაუბრება ხელისუფლებას. ბევრი დეტალია, აზრთა სხვადასხვაობა ბუნებრივია, არსებობს და პარტიებიც ყველა კომფორტულად არ არიან ერთმანეთთან“,- აღნიშნა კობერიძემ.

მან ასევე მორიგ შეხვედრაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კვანძის გახსნასთან მიახლოებული ვითარება უნდა შეიქმნას.

„მაქვს მოლოდინი, რომ ჩვენს უცხოელ ფასილიტატორებთან ერთად უკვე იმდენი ნაბიჯია გადადგმული და გავლილი, პრაქტიკულად კვანძის გახსნასთან უნდა იყოს მიახლოებული ეს სიტუაცია. აქ უკვე იქნება გასაგები, რა იქნება გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან, რადგან არ შეიძლება ეს ყველაფერი უსასრულოდ გაგრძელდეს“,- განაცხადა კობერიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს