ამირან გამყრელიძე - ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტები გვინდა, რომ დღეში 9000-მდე ავიყვანოთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანას PCR ტესტირების რაოდენობის გაზრდის რესურსი აქვს.

როგორც გამყრელიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, ასევე გაორმაგდება ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტების რაოდენობა ორი თვის განმავლობაში, ვიდრე აქტიურად გამოყენებულია შემზღუდველი ღონისძიებები.

"გუშინ ჩატარდა 11 000 PCR ტესტი და 3000-მდე ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი. PCR-ის გაზრდის რესურსი გვაქვს კიდევ 2000-ით, ქვეყანამ მიიღო დიდი ავტომატური აპარატი, რომლითაც შეგვიძლია დღეში 1000-1500 დავამატოთ. გარდა ამისა, კერძო ლაბორატორიები მეტად ჩაერთვნენ ამ ტესტირებაში და დეკემბრის განმავლობაში PCR-ს სადღაც 2000-ით გავაფართოვებთ.

უფრო აქტიურად წავედით ანტიგენზე დამყარებულ სწრაფი ტესტების გამოყენებაზე, თუ დღეში ვაკეთებთ 3000-ს გვინდა, რომ დეკემბრის განმავლობაში დღეში 8000-9000-მდე ავიყვანოთ. განსაკუთრებით გვინდა ეს გავააქტიუროთ ამ ორი თვის განმავლობაში სანამ აქტიურად არის გამოყენებული შემზღუდველი ღონისძიებები“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, მომდევნო დღეების განმავლობაში ტესტირების ჩატარება თბილისის მასშტაბით 80, ხოლო მთელი ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 300-მდე დაწესებულებაში იქნება შესაძლებელი.

"აქამდე იყო 30-მდე დაწესებულება ხვალ და ზეგ იქნება 80 და მეტი დაწესებულება. მთელს ქვეყანაში დაახლოებით 300-მდე დაწესებულება და შემდეგში ეს კიდევ უფრო გაფართოვდება“ , - განაცხადა გამყრელიძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა