ამირან გამყრელიძე - არ შეიძლება, რომ ექიმმა ტელეფონს არ უპასუხოს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, არ შეიძლება, რომ ოჯახის ექიმმა პაციენტების ზარებს არ უპასუხოს.

ამირან გამყრელიძის თქმით, თუ პირმა არ იცის ოჯახის ექიმის ტელეფონის ნომერი, მაშინ არსებობს ვებ-გვერდი, სადაც პირადი ნომრით შესაძლებელია მოძებნოს კლინიკა, სადაც რეგისტრირებულია.

ამირან გამყრელიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ მოქალაქეების უკმაყოფილებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც ექიმები ტელეფონს არ პასუხობენ, განაცხადა, რომ შეიძლება, გადატვირთულობის გამო პირველივე ზარზე არ უპასუხოს, მაგრამ ექიმი აუცილებად უპასუხებს.

"მე არ მგონია, რომ დღეს ექიმმა ტელეფონი არ აიღოს. მე თითქმის, ყველა ზარს ვპასუხობ. თუ არ ვპასუხობ, „სმს“-ს აუცილებლად ვუგზავნი, რომ მომწერეთ, გადმოგირეკავთ. დღეს, ქვეყანაში, ამ ძალიან რთულ პერიოდში ექიმები, ჩემი კოლეგები ყველაზე დასაფასებელი ადამიანები არიან. დღეს 8000-ზე მეტი სამედიცინო პერსონალია დაინფიცირებული. დაგვეღუპა რამდენიმე კოლეგა.

არ შეიძლება, რომ ექიმმა არ უპასუხოს. თუ პირმა არ იცის ოჯახის ექიმის ტელეფონის ნომერი, მაშინ არსებობს ვებ-გვერდი, სადაც შედიხარ და პირადი ნომრით შეგიძლია მოძებნო კლინიკა, სადაც ხარ რეგისტრირებული. თუ არც ერთი არ პასუხობს, მაშინ არსებობს 112-ი; 1505 - ცხელი ხაზი; 116001 , სადაც სპეციფიური კითხვები შემოდის, 144 - რომელთა საშუალებითაც ოჯახის ექიმთან კავშირია. მესმის, რომ გადატვირთულობის გამო პირველივე ზარზე არ უპასუხოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ექიმი აუცილებად უპასუხებს“,- განაცხადა გამყრელიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა