ამირან გამყრელიძე - ხშირად ქირქილებენ რომ ვამბობ, თუ პირბადის ტარების მაჩვენებელს 95%-მდე ავიყვანთ, დაახლოებით 70%-ით შემცირდება ახალი ინფიცირებულთა რაოდენობა

დღეს გვაქვს 55-60% პირბადის ტარების მაჩვენებელი, თუ ჩვენ ამ მაჩვენებელს ავიყვანთ 95%-მდე, დაახლოებით 70%-ით შემცირდება ახალი ინფიცირებულთა რაოდენობა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისივე თქმით, ზოგადი რეკომენდაციების შესრულებასთან ერთად, ინფიცირებულთა რაოდენობაზე მნიშვნელოვნად იმოქმედებს შემზღუდველი ღონისძიებების მითითებისა და რეკომენდაციების დაცვა.

"შემზღუდველმა ღონისძიებებმა უნდა შეამციროს ინფიცირებულთა რაოდენობა, თუ ჩვენ შევასრულებთ შემზღუდველი ღონისძიებების მითითებს და ზოგად რეკომენდაციებს განსაკუთრებით პირბადესთან დაკავშირებით, ეპიდსიტუაციას მნიშვნელოვნად შევცვლით. ხშირად ქირქილებენ ამას რომ ვამბობ. დღეს გვაქვს 55-60% პირბადის ტარების მაჩვენებელი, თუ ჩვენ ამ მაჩვენებელს ავიყვანთ 95%-მდე, დაახლოებით 70%-ით შემცირდება ახალი ინფიცირებულთა რაოდენობა ერთი თვის განმავლობაში მხოლოდ პირბადით. ამას უნდა დავამატოთ დისტანციის დაცვა, ხელების ხშირ დამუშავება, ოთახების ხშირად განიავება და თავშეყრებისგან თავის შეკავება, რომელმაც დიდი როლი ითამაშა აგვისტოში ეპიდსიტუაციის გაუარესებაზე“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს