ამირან გამყრელიძე - დეკემბრის ბოლოსთვის კოვიდი ტუბერკულოზსაც გადაასწრებს და გახდება პირველი „ინფექციური მკვლელი“ 1 წლის განმავლობაში

დღეს ძალიან ბევრ ადამიანს ისევ ჰგონია, რომ კოვიდი ჩვეულებრივი რესპირაციული ინფექცია და გრიპზე უფრო მსუბუქი დაავადებაა, ან ამბობენ, რომ საერთოდ არ არსებობს. 1.5 მილიონია დაღუპული კოვიდით მთელს მსოფლიოში, კოვიდმა სიკვდილიანობით ერთ წელიწადში ოთხ ყველაზე დიდ ინფექციურ მკვლელს გადაასწრო, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ შემზღუდველ ღონისძიებებს მხარს უჭერს, თუმცა უფლებათა შორის ყველაზე ღირებული ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთლობის უფლებაა.

"ტუბერკულოზი 1.6 მილიონ ადამიანს კლავს ყოველწლიურად, “C” და “B” ჰეპატიტი - 1.4 მილიონს, შიდსი - 800 000 და მალარია 600 000-მდე ადამიანს. კოვიდი დეკემბრის ბოლოსთვის ტუბერკულოზსაც გადაასწრებს და გახდება პირველი ინფექციური მკვლელი 1 წლის განმავლობაში, რომელმაც შეიწირა ადამიანები. ჩვენ 19 გარდაცვლილი გვყავდა 10 სექტემბრამდე, ნოემბერში გვაქვს განსაკუთრებით მაღალი გარდაცვალების მაჩვენებელი, 1400-მდე ადამიანი უკვე შეეწირა კოვიდს. ამ საკითხზე საუბარი რთულია, მე ხშირად მაკრიტიკებენ იმის გამო, რომ შემზღუდველ ღონისძიებებს მხარს ვუჭერ. მესმის, რომ შემზღუდველი ღონისძიებები მოსახლეობისთვის ეკონომიკური თვალსაზრისით რთულია, თუმცა უფლებათა შორის ყველაზე ღირებული ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთლობის უფლებაა“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს