სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ მიქელაძე დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურაში დაიბარეს

სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ მიქელაძე დავით გარეჯის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ თავად მიქელაძემ დაუდასტურა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი და ამავდროულად სადემარკაციო-სადელიმიტაციო კომისიის მოქმედი თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ მიქელაძე 2004-2005 წლებში კომისიის თავმჯდომარეც იყო.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დავით გარეჯის ცალკეულ მიწებთან დაკავშირებით გამოძიება რამდენიმე თვის წინ დაიწყო. უწყებამ მალევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

პროკურატურამ საქმეზე არაერთი ყოფილი მაღალჩინოსანი გამოკითხვა, მათ შორის საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გელა ბეჟუაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნინო კალანდაძე.

იხილეთ ვიდეო: სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ მიქელაძე დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურაში დაიბარეს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა