„გირჩის“ პრესსამსახური - ზურა ჯაფარიძემ გადაწყვეტილება, რომ ცალკეულ წევრებთან პარტიულ თანამშრომლობას აღარ გააგრძელებს, გუშინ მიიღო - ერთმანეთს დიდი ხანია ვეღარ უგებდნენ

„გირჩის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ თანაპარტიელებთან გამიჯვნის გადაწყვეტილება გუშინ მიიღო.

როგორც პარტიის პრესსამსახურში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, გადაწყვეტილებას „ბევრი მიზეზი ჰქონდა, მათ შორის ის, რომ ერთმანეთს ვეღარ უგებდნენ“.

„ზურაბ ჯაფარიძე აღარ აგრძელებს პარტიულ საქმიანობას სანდრო რაქვიაშვილთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და იაგო ხვიჩიასთან. აღნიშნულის შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ გადაწყვეტილება გუშინ მიიღო. ძალიან ბევრი მიზეზია, ერთმანეთს ვეღარ უგებენ და ვეღარ თანამშრომლობენ. დიდი ხნის ამბავია ეს. ჯერჯერობით არ არის გარკვეული, პარტია როგორ გაიყოფა. ერთადერთი, რაც გაირკვა, არის მხოლოდ ის, რომ პარტიულ თანამშრომლობას აღარ აგრძელებენ“, - განაცხადეს პრესსამსახურში.

თანაპარტიელებთან გამიჯვნის გადაწყვეტილების შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ დღეს სოციალურ ქსელში დაწერა.

იხილეთ ვიდეო

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს