პროკურატურამ პოლიციელებზე ძალადობრივი ქმედების მოწოდების ფაქტზე დაკავებულ, ირაკლი ოქრუაშვილის თანაპარტიელს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების და პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე ირაკლი ოქრუაშვილის თანაპარტიელს, ასლან ვაშაყმაძეს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 30 ნოემბერს, ა.ვ.-მ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც მოქალაქეებს პოლიციის წარმომადგენლის მიმართ ძალადობისკენ საჯაროდ მოუწოდა და აღნიშნავდა, რომ საჭიროა მოქალაქეებმა ერთ-ერთი პოლიციელი შეიპყრონ და სხვადასხვა სახის ფიზიკური დაზიანებები მიაყენონ.

„ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 2 დეკემბერს ქ.ფოთში, შსს ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლები ა.ვ.-ს უწყების გადასაცემად და მოწმის სახით საგამოძიებო უწყებაში დასაბარებლად შეხვდნენ, რა დროსაც ის სამართალდამცველებს თავს დაესხა და ფიზიკური დაზიანებები მიაყენა.

სამართალდამცავებმა ა.ვ. დააკავეს 2020 წლის 2 დეკემბერს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდება) და 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა რაც სასჯელის სახედ და ზომად ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდების მხარე ა.ვ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით ფოთის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“,-აღნიშნავენ უწყებაში.

ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილის თანაპარტიელმა ასლან ვაშაყმაძემ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც მოქალაქეებს სამართალდამცავებზე ძალადობისკენ მოუწოდებს. მოგვიანებით მან აღნიშნული ვიდეომიმართვა სოციალური ქსელიდან წაშალა.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა