ვახტანგ ძაბირაძე - „გირჩში“ განხეთქილების მიზეზი პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხი იქნებოდა

„გირჩში“ განხეთქილების მიზეზი პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხი იქნებოდა, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “ნიუსრუმში” განაცხადა.

მისივე თქმით, როგორც ჩანს, პარტიაში არიან ადამიანები, რომლებიც პარლამენტში შესვლას აპირებენ.

„გირჩში“ განხეთქილების მიზეზი პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხი იქნებოდა. პარტიიდან გარიცხავენ ვინმეს თუ დატოვებენ, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. არც იმას აქვს მნიშვნელობა, სიის ჩახსნას აპირებენ თუ არა, ადამიანები, რომლებმაც მიიღეს მანდატი, სიიდანაც რომ ჩახსნან, მაინც დეპუტატები იქნებიან და მათ ყველამ ინდივიდუალურად უნდა დაწეროს განცხადება პარლამენტში არშესვლის და უფლებამოსილების მოხსნის თაობაზე. როგორც ჩანს, პარტიაში არიან ადამიანები, რომლებიც არ აპირებენ უფლებამოსილების მოხსნას და აპირებენ პარლამენტში შესვლას“ , - განაცხადა ძაბირაძემ.

პოლიტოლოგი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, სხვა პარტიებშიც გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც შევლენ პარლამენტში და ამით “ქართული ოცნება” შეეცდება პარლამენტი მრავალპარტიულად ჩათვალოს.

„მე არ მგონია, რომ მათმა შესვლამ პარლამენტში საერთო სურათი შეცვალოს... არ გამოვრიცხავ, რომ სხვა პარტიებშიც გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც შევლენ პარლამენტში და თუ ასეთი 7 კაცი მაინც იქნება, ალბათ, რაღაც გაერთიანებას გააკეთებენ და “ქართული ოცნება” შეეცდება, რომ ჩათვალოს პარლამენტი მრავალპარტიულად... სამწუხაროდ, ქართული ოპოზიციური სპექტრი დიდი პრინციპულობით არ გამოირჩევა და ყველა დგამს იმ ნაბიჯს, რომელიც მისთვის მისაღებია”, - განაცხადა ძაბირაძემ.

ცნობისთვის, თანაპარტიელებთან გამიჯვნის გადაწყვეტილების შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ დღეს სოციალურ ქსელში დაწერა. "ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო. აღარ ვაპირებ მათთან ერთად „გირჩის“ კეთებას" - წერს ჯაფარიძე.

იხილეთ ვიდეო: „გირჩში“ განხეთქილების მიზეზი პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხი იქნებოდა - ვახტანგ ძაბირაძე

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს