თამარ გაბუნიას განცხადებით, 17 წლის გოგონას გარდაცვალება კორონავირუსის ინფექციას არ უკავშირდება

ეს შემთხვევა არ უკავშირდება კორონავირუსულ ინფექციას. სასწრაფო გადაუდებელი დახმარების სამსახურის რეაგირება იყო მყისიერი და საუბედუროდ, უკვე ლეტალური შემთხვევა იყო დამდგარი, როცა ბინაზე ბრიგადა მივიდა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ 17 წლის გოგოს გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა.

გაბუნიას თქმით, დეზინფორმაციის გავრცელება მოსახლეობაში პანიკის გამოწვევას ემსახურება.

„შესაფერისი პროცედურა აქვს სიკვდილის მიზეზის დადგენას და ესეც დადგინდება. დეზინფორმაცია ემსახურება იმას, რომ ისედაც დაძაბულ და რთულ პირობებში კიდევ უფრო მეტი პანიკა გამოიწვიოს მოსახლეობაში, რაც არის ძალიან დამაზარალებელი და დანაშაულის ტოლფასი. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და პანიკის გარეშე, კოორდინირებულად მივყვეთ იმ პროცედურებს, რომელიც არსებობს, პაციენტების ნაკადები იყოს მართული შესაფერისად , რისთვისაც არის პირველადი ჯანდაცვა, სასწრაფო გადაუდებელი სამსახური და საავადმყოფოს ქსელი. რა თქმა უნდა, არის რთული ამ პაციენტების ნაკადების მართვა, მაგრამ სირთულის მიუხედავად მაქსიმალური მობილიზაციით ეს ხერხდება, ამიტომ მნიშვნელოვანია, დეზინფორმაციისგან თავი შევიკავოთ და ჩვენც ყოველთვის ვცდლილობთ, რომ როგორც კი არის ცრუ ინფორმაცია, მაშინვე მოხდეს სათანადო განმარტება,“- განაცხადა გაბუნიამ.

იხილეთ ვიდეო: 17 წლის გოგონას გარდაცვალება კორონავირუსის ინფექციას არ უკავშირდება - თამარ გაბუნია

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს