ასლან ბჟანია - რუსეთთან კავშირის გამყარება და თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიანი ტერიტორიის შექმნა უპირველესი ამოცანა ხდება

რუსეთთან კავშირის გამყარება და თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიანი ტერიტორიის შექმნა უპირველესი ამოცანა ხდება, – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე სამხედრო უსაფრთხოების საკითხი განიხილეს.

„მთიან ყარაბაღში განვითარებული მოვლენები მოწმობს, რომ მსოფლიო უფრო ჰუმანური არ გამხდარა და სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა წინა პლანზე რჩება. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო აფხაზეთს კვლავ თავის ტერიტორიად მიიჩნევს და ჩვენ მასთან სამშვიდობო შეთანხმება არ გვაქვს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე სამხედრო უსაფრთხოების საკითხიც განვიხილეთ. რუსეთთან კავშირის გამყარება და თავდაცვითი უსაფრთხოების ერთიანი ტერიტორიის შექმნა ნომერ პირველი ამოცანა ხდება“, - განაცხადა ასლან ბჟანიამ.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში