მამუკა მდინარაძე - ოპოზიციაში შიდა დუღილია

ისინი ცდილობენ, რომ შიდა დაპირისპირებების, განხეთქილებების შესახებ ამბები გარეთ არ გამოვიდეს, თუმცა ფაქტია, რომ ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, შიდა დუღილი არის, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ზურა ჯაფარიძის მიერ „გირჩის“ სხვა ლიდერებთან გამიჯვნის გადაწყვეტილებას.

მდინარაძემ იმედი გამოთქვა, რომ საბოლოო ჯამში, ოპოზიცია სახელმწიფოსა და საზოგადოების სასარგებლოდ მიიღებს გადაწყვეტილებას.

„თქვენც არ იცით ჯერჯერობით ეს უკავშირდება თუ არა პარლამენტში შესვლა -არ შესვლის საკითხს. არის შიდა დუღილი, ამას ვხედავთ, ამას ვგრძნობთ ყოველდღიურ რეჟიმში. ისინი ცდილობენ, რომ ამ შიდა დაპირისპირებების, განხეთქილებების შესახებ ამბები გარეთ არ გამოვიდეს, თუმცა ფაქტია, რომ ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, შიდა დუღილი არის. საბოლოო ჯამში, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს და ისინი პატივს სცემენ საკუთარ ამომრჩეველს და გადაწყვეტილებას საბოლოოდ ყველა ერთად მიიღებს სახელმწიფოსა და საზოგადოების სასარგებლოდ,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სამ თანაპარტიელს ემიჯნება. როგორც ის აცხადებს, პარტიულ საქმიანობას სანდრო რაქვიაშვილთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და იაგო ხვიჩიასთან აღარ გააგრძელებს და ამის შესახებ გადაწყვეტილება გუშინ მიიღო.

"ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო. აღარ ვაპირებ მათთან ერთად „გირჩის“ კეთებას" - წერს ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა