სალომე სამადაშვილი - ოპოზიცია ფასილიტატორების წინაშე ძალიან კარგი, სამართლიანი, პოლიტიკურად გამართული და სახელმწიფოებრივი ინტერესებით მოტივირებული წინდადებით წარსდგება

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს ფასილიტატორების წინაშე „ძალიან კარგი, სამართლიანი, პოლიტიკურად გამართული და სახელმწიფოებრივი ინტერესებით მოტივირებული წინდადებით წარსდგებიან“.

როგორც სამადაშვილმა განაცხადა, ოპოზიციის მიერ შეთავაზებული წინადადებით ბურთი „ქართული ოცნების“ მოედანზე იქნება.

„მე არ მინდა მოვლენებს გავასწრო და ამ პირობების დეტალებზე ვისაუბრო, ვიდრე მთლიანად ოპოზიციური სპექტრი არ გააცნობს თავის პოზიციას საზოგადოებას. ძალიან კარგი, სამართლიანი, პოლიტიკურად გამართული და სახელმწიფოებრივი ინტერესებით მოტივირებული წინდადებაა ის, რაც დღეს ოპიოზიციას აქვს მომზადებული. „ქართულ ოცნებას“ თუ სურს ქვეყანა გამოვიდეს პოლიტიკური კრიზისიდან, ჩვენ მათ ამ წინადადებით ვაძლევთ სივრცეს მოლაპარაკებებისთვის და შეთანხმებისთვის. ბურთი იქნება „ქართული ოცნების“ მოედანზე და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საჯარო გახდეს ჩვენი წინადადებები იმიტომ, რომ საზოგადოებამ უნდა დაინახოს,რეალურად, ვის სურს დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლა და ვის სურს, პოლიტიკური კრიზისის გაღრმავება“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს ოპოზიციური პარტიების ლიდერები ფასილიტატორ ელჩებთან შეხვედრას გამართავენ.

ხათუნა ლაგაზიძე - ვინც აირჩიეს, ის წავიდა და ვინც დარჩა, ისინი არ აურჩევიათ, პარლამენტის არალეგიტიმურობას პარლამენტში მარტო ოპოზიციის არარსებობა არ ქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2021
პაატა ცაგარეიშვილი  - საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები იმ შემთხვევაში აღმოჩნდება საფრთხის ქვეშ, თუ სომხეთი ახლო მომავალში შეძლებს გახდეს სატრანზიტო ქვეყანა
სოციალური ბარათის პინ კოდის მოქმედების ვადა 15 აპრილამდე გაგრძელდა
ინექსკრედიტი - ახალი პროდუქტი ინტელიექსპრესისგან, ქართველი ემიგრანტებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის
ორამინ-F - საკვები დანამატი, რომელიც ორგანიზმს მატებს სასიცოცხლო ენერგიასა და ტონუსს
ტერაბანკი ბიზნესკლიენტების დასახმარებლად
2021 წლის საოცარი დასაწყისი! Samsung Galaxy S21 |S21+ | S21 Ultra წინასწარი შეკვეთა დაიწყო