იაგო ხვიჩია - სისულელე დავწერე, რაზეც „ჯაფარას“ ბოდიშს ვუხდი - მე რა უნდა დავტოვო, ან „ჯაფარამ“ როგორ უნდა დატოვოს, ვერ წარმომიდგენია

მეც მაინტერესებს, სინამდვილეში რა ხდება, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ, თანაპარტიელებთან გამიჯვნის თაობაზე პარტიის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას აღნიშნა.

იაგო ხვიჩიას თქმით, ის ზურაბ ჯაფარიძეზე გაბრაზებული იყო მან სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა, რის გამოც ბოდიშს უხდის.

„დილით გავიღვიძე, ეს პოსტი დამხვდა. სისულელე დავწერე, რაზეც „ჯაფარას“ ბოდიშს ვუხდი. მეტი არაფერი ვიცი. მეც მაინტერესებს, სინამდვილეში რა ხდება. ვახტანგ მეგრელიშვილი და ზურა ჯაფარიძე ერთმანეთთან იდეალურად არ იყვნენ. ეს გუშინ არ წარმოშობილა. მე და „ჯაფარა“ ჩემი გაგებით, გუშინ წინ მეგობრები ვიყავით, გუშინ არ მინახავს“, - აცხადებს ხვიჩია.

კითხვაზე, აპირებს თუ არა „გირჩის“ დატოვებას, ხვიჩია პასუხობს: „მე სად უნდა წავიდე, მე აქ დავიბადე, მე აქ ვცხოვრობ”.

„არ ვფიქრობ, რომ რამე უნდა დავტოვო. გუშინაც იგივე ვიყავი, გუშინწინათაც, დღესაც. ჩემ ცხოვრებაში არაფერი შეცვალილა, არ ვიცი რაღაც რატომ მოხდა. მე რა უნდა დავტოვო, ან „ჯაფარამ“ როგორ უნდა დატოვოს, ეს ვერ წარმომიდგენია“, - აცხადებს იაგო ხვიჩია.

შეგახსენებთ, რომ იაგო ხვიჩიამ ზურაბ ჯაფარიძის გადაწყვეტილებაზე რამდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელში ასეთი კომენტარი გააკეთა: „არასერიოზული, სიგიჟე. ატოცზე ტ...ის მჩვენებელი კაცი წერს ამას. თან რაზე, პორნოს ნახვაზე? ცუდია ეს ყველაფერი, მარა რას ვიზამთ, გაიგებთ, რას ვიტანდი მთელი ეს წლები“, – დაწერა იაგო ხვიჩიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა