მეუფე იაკობი - ექიმების ბრალი საერთოდ არ არის, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ გადაწყვიტეს ჩაეტარებინათ არჩევნები და მივიღეთ ასეთი დიდი სიკვდილიანობა

ექიმების ბრალი საერთოდ არ არის, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ გადაწყვიტეს ჩაეტარებინათ არჩევნები და მივიღეთ ასეთი დიდი სიკვდილიანობა,-ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას აღნიშნა.

მეუფის განმარტებით, მან ხელისუფლება გააფრთხილა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვის ზრდა მოსალოდნელი იყო, მაგრამ მათ შეზღუდვები დროულად არ დააწესეს.

„ახლაც ვხედავთ, ჩატარდა არჩევნები და რის ფასად? იმ ფასად, რომ არ შეზღუდეს, როცა დროზე იყო შესაზღუდი, დადიოდა აგიტაციებზე ყველა პარტია. არავინ აკლებდა, ვისაც გადაადგილება შეეძლო, აბსოლუტურად ყველა დადიოდა. ვისაც დიდი ფული ჰქონდა, ისინი უფრო მეტს მოძრაობდნენ და ვირუსი სხვადასხვა კუთხეებში გადი-გამოდიოდა. მერე იყო არჩევნები, 2 მილიონი კაცი მივედით არჩევნებზე, კარგად ვიცით, რომ ძალიან ბევრი იქაც დაავადდა, თვითონ კომისიის წევრები და მათ სახლებშიც მიიტანეს. ძალიან ბევრი ადამიანი გარდაიცვალა. მე ხელისუფლება გავაფრთხილე, 1500 და 1600-ს შორის იყო დაავადებულების რიცხვი, გავაფრთხილე, 5 000, 10 ათასიც იქნება, კარგად გადახედეთ- მეთქი. ექიმების ბრალი საერთოდ არ არის, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ გადაწყვიტეს ჩაეტარებინათ არჩევნები და მივიღეთ ასეთი დიდი სიკვდილიანობა. მერე რა ხდება, ნაწილი პარლამენტში შედის, ნაწილი ამბობს, არ შევდივარო. სულ არ მაინტერესებს, ვინ შედის და ვინ არა, მაინტერესებს ერთი რამ, მოვედით, აგირჩიეთ და რისთვის? ერთმანეთში რომ გააგრძელოთ უაზრო ბრძოლა? ასეთ დღეში ვართ“,-აღნიშნა მეუფე იაკობმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა