ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების და პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებულ ირაკლი ოქრუაშვილის თანაპარტიელს პატიმრობა შეეფარდა

ფოთის საქალაქო სასამართლომ ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების და პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე ირაკლი ოქრუაშვილის თანაპარტიელს, ასლან ვაშაყმაძეს პატიმრობა შეუფარდა. სასამართლოს დაცვის მხარემ ასლან ვაშაყმაძის გათავისუფლების მიზნით გირაოს სახით 5 ათასი ლარი შესთავაზა, თუმცა მოსამართლე დავით კეკენაძემ არ გაიზიარა შუამდგომლობა და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ადვოკატის გიორგი გოგინავას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ვიდეო მიმართვა არანაირ კავშირში არ არის მის პარტიულ საქმიანობასთან და მან აღნიშნული ვიდეო მიმართვა მხოლოდ აღელვების ნიადაგზე ჩაწერა. ადვოკატი გამორიცხავს მისი დაცვის ქვეშ მყოფის თავდასხმას სამართალდამცველებზე.

„პოლიციელზე თავდასხმის ბრალდება არის აბსურდული, კატეგორიულად გამოვრიცხავთ ამას, არ ვსაუბრობ დეტალებზე შეგნებულად იმიტომ, რომ ძალიან ბევრი საგამოძიებო მოქმედებები ექნება დაცვის მხარეს ჩასატარებელი და ამის შემდეგ, როდესაც იქნება უტყუარი მტკიცებულებები, რომ ის არის უდანაშაულო, ამის შემდეგ გავაკეთებთ განცხადებას. ვიდეო მიმართვის მოტივი იყო პირადი დამოკიდებულება ზოგადად, ანუ უსამართლობის განცდა და ასე შემდეგ. ანუ ეს იყო პირადი დამოკიდებულება და არა პარტიული სახის. მაგრამ მან მალევე ბოდიში მოიხადა თავს გრძნობს დამნაშავედ და ინანიებს ამას. რაც შეეხება თავდასხმას, ამბობს რომ არანაირ თავდასხმას ადგილი არ ჰქონია,“- განაცხადა გიორგი გოგინავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო