კობა ნაყოფიას განცხადებით, ოპოზიციამ ელჩებს მათი მოთხოვნები წერილობით გადასცა და წერილობით პასუხებს ელოდებიან „ქართული ოცნებისგანაც“

ფუნდამენტურად ჩვენს მოთხოვნებში არაფერი შეცვლილა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მოთხოვნები რაც დაკავშირებული იყო ახალ არჩევნებთან, პოლიტიკურ პატიმრებთან თუ სხვა საკითხებთან, ყველაფერი ძალაში რჩება,- ამის შესახებ ოპოზიციისა და ელჩებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა კობა ნაყოფიამ განაცხადა.

მან ასევე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, თუ რატომ არ ესწრებოდა დღევანდელ შეხვედრას გრიგოლ ვაშაძე და განმარტა, რომ მას სხვა შეხვედრები ჰქონდა ჩანიშნული. თუმცა, როგორც ნაყოფია ამბობს, გრიგოლ ვაშაძეს პარტიისგან განსხვავებული პოზიცია არ აქვს და პარტიის პოზიციებს იზიარებს.

„დღეს იყო გაცვლა პოზიციების, ბატონ გრიგოლს დაგეგმილი ჰქონდა სხვა შეხვედრები, მათ შორის, სხვა საელჩოებთან. შემდეგ რაუნდზე იხილავთ ბატონ გრიგოლს და მინდა გითხრათ და დაგამშვიდოთ, რომ ყველაფერი, რაც დღეს გადაეცა ელჩებს, არის სრულიად შეთანხმებული ყველა პოლიტიკურ პარტიასთან. დღეს პოლიტსაბჭოზე იყო ამ წინადადების განხილვა და ერთხმად დადასტურდა ის წინადადებები, რომლითაც მივმართეთ ფასილიტატორებს და გრიგოლ ვაშაძე არათუ საქმის კურსშია, არამედ მონაწილეობდა. დღეს მას ჰქონდა შეხვედრები. გრიგოლ ვაშაძე იზიარებს ყველა იმ პოზიციას, რა პოზიციასაც იზიარებს პარტია, ის გახლავთ პარტიის თავმჯდომარე, პარტიის თავმჯდომარის გარეშე არც მაქვს უფლება სხვა წინადადებებით მოვიდე,“- განაცხადა ნაყოფიამ.

მისივე თქმით, მათი მოთხოვნები წერილობით გადაეცათ ელჩებს და წერილობით პასუხებს ელოდებიან „ქართული ოცნებისგანაც“, რის შემდეგაც სავარაუდოდ, მესამე რაუნდი გაიმართება.

„ფუნდამენტურად ჩვენს მოთხოვნებში ცვლილებები არ არის. ჩვენ უბრალოდ დავაკონკრეტეთ დეტალიზებული, წერილობითი მოთხოვნები და გადავეცით ფასილიტატორებს. ველოდებით ასეთივე წერილობით პასუხს „ქართული ოცნებიდან“. მესამე რაუნდი იქნება იმის შემდეგ, როცა ურთიერთგაცვლა პოზიციებს მოხდება,“- განაცხადა ნაყოფიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო