ზურაბ ჯაფარიძე  - ვრჩები „გირჩის“ ლიდერად - გზები გაიყო, მიზეზი პარლამენტში შესვლა-არშესვლა არაა

„გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ „გირჩი“ არ დაუტოვებია და პარტიის ლიდერად რჩება.

ამასთან, ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან პარტიაში არსებულ ვითარებაზე კომენტირებისას დაადასტურა, რომ პარტიაში დიდი ხანია არსებობდა უთანხმოება. რაც შეეხება უთანხმოების მიზეზს, როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა „გარეთ არაფრის გამოტანას არ აპირებს“.

„მე პარტია არ დამიტოვებია, რა პოზიციაც აქ იყო ოპოზიციის მიერ წარდგენილი მაგასთან დაკავშირებით, „გირჩში“ ერთიანობაა. რაც სტატუსში დავწერე, ახლაც იგივეს თქმა შემიძლია. ჩემი და ამ ადამინების გზები გაიყო, დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს. პარლამენტში შესვლა-არშესვლა თემა არაა. პარტია არც მე ვარ და არც ეს ადამიანები, ვინ იქნება „გირჩში“, ამას მხარდამჭერები გადაწყვეტენ, ის ადამიანები, ვისაც საკუთარი ცხოვრების წლები, დრო, ენერგია და ფული აქვთ ჩადებული „გირჩში“. ვრჩები „გირჩის“ ლიდერად. იყო პირობები, რა პირობებშიც ამ ადამიანებს ვთავაზობდი, რომ ერთად საქმის კეთება გაგვეგრძელებინა, რაზეც მითხრეს, რომ ეს პირობები მიუღებელი იყო, ამის შემდეგ დავამთავრე ამ ადამიანებთან საუბარი ”, - აღნიშნა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სამ თანაპარტიელს ემიჯნება. როგორც მან განაცხადა, პარტიულ საქმიანობას სანდრო რაქვიაშვილთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და იაგო ხვიჩიასთან აღარ გააგრძელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა