მამუკა ხაზარაძე - დღეს ჩვენ მოვიტანეთ შეჯერებული წინადადებათა პაკეტი, ძირითადი კომპონენტი არ შეცვლილა, ეს არის რიგგარეშე არჩევნები, მაგრამ უამრავი სხვა საკითხია

ელჩებმა გვთხოვეს, რომ მიგვეცა დრო, სანამ ჩვენ მივიღებთ “ქართული ოცნებიდან” ჩამოყალიბებულ წინადადებას და ამის შემდეგ იმედია, რომ შედგება მესამე რაუნდი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, - ამის შესახებ “ლელოს” თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ აშშ-ის და ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის მოთხოვნა არის უცვლელი, ამიტომ, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკება ვერ შედგება თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.

„დღეს ჩვენ მოვიტანეთ შეჯერებული წინადადებათა პაკეტი. ძირითადი კომპონენტი არ შეცვლილა, ეს არის რიგგარეშე არჩევნები, მაგრამ უამრავი სხვა საკითხია ამ პაკეტში. ჩვენმა ფასილიტატორებმა ელჩებმა გვთხოვეს, რომ მიგვეცა დრო დაახლოებით 2 დღე, სანამ ჩვენ მივიღებთ “ქართული ოცნებიდან” ჩამოყალიბებულ წინადადებას და ამის მერე იმედია, რომ მოხდება მესამე რაუნდი, სადაც პოზიციები შეჯერდება ან არ შეჯერდება. ჩვენ ველოდებით უახლოეს ორ დღეში ამ შეხვედრას. თუ არ იქნება რიგგარეშე არჩევნები, თუ არ შეიცვალა ფუნდამენტურად საარჩევნო კოდექსი და დღევანდელი ცესკოს შემადგენლობა, ბუნებრივია მოლაპარაკება ვერ შედგება”, - განაცხადა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს