გიგა ბოკერია - „ქართული ოცნებისგან“ ბუნდოვანი სიგნალების ნაცვლად სრულფასოვან დოკუმენტს ველოდებით

ველოდებით ბუნდოვანი სიგნალების ნაცვლად, ასევე სრულფასოვან დოკუმენტს „ქართული ოცნებისგან“, კრიზისიდან გამოსავლის ხედვასთან დაკავშირებით,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ოპოზიციონერი ლიდერების ელჩებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი განმარტებით, თავად ოპოზიციამ მოდერატორებს კრიზისიდან გამოსავლის მათი ხედვის დეტალური დოკუმენტი წარუდგინა, თუმცა კონკრეტულად რა წერია ამ დოკუმენტში, ბოკერიამ ამის გასაჯაროებისგან თავი შეიკავა.

„ჩვენ სრულფასოვანი დოკუმენტი მივაწოდეთ იმ მიმართულებით, რაც საჯაროდაც ცნობილია და რაც ჩვენთვის არის პრინციპული, რაშიც სიახლე არ არის, ანუ ფუნდამენტურ მიმართულებებზე. ველოდებით ბუნდოვანი სიგნალების ნაცვლად, ასევე სრულფასოვან დოკუმენტს „ქართული ოცნებისგან“, კრიზისიდან გამოსვლის ხედვასთან დაკავშირებით.

ჩვენ მოვიტანეთ წერილობით სრულფასოვანი წინადადება და ახლა ველოდებით მათ წერილობით სრულფასოვან პასუხს. თუ რაიმე მინიმალური სურვილი აქვთ ივანიშვილსა და მის გარემოცვას, რომ ეძებოს გამოსავალი კრიზისიდან, სწრაფად უნდა დადოს გამოსავალი მაგიდაზე და თავისი სრულფასოვანი შეთავაზება, სწორედ ისე, როგორც ეს გააკეთა ოპოზიციამ.

ამ ეტაპზე მოდერატორების პოზიციაც ეს არის და ისედაც სწორია, რომ დოკუმენტთან დაკავშირებით დეტალებში არ შევიდეთ, მითუმეტეს, როდესაც ოპოზიციის შეხედულებების ფუნდამენტური მიმართულებები, თუ როგორც უნდა გამოვიდეთ ამ კრიზისიდან, უცვლელია,“- განაცხადა ბოკერიამ.

მან ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩებს მოდერირების პროცესში გაღებული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა