კარლ ჰარცელი - ჩემთვის ნათელია, რომ ეს დისკუსია რთული იქნება და რთულად გაგრძელდება, მაგრამ, საბოლოო ჯამში, შესაძლებელი უნდა გახდეს გზის გამონახვა

ჩემთვის ნათელია, რომ ეს დისკუსია რთული იქნება და რთულად გაგრძელდება, მაგრამ, საბოლოო ჯამში, შესაძლებელი უნდა გახდეს გზის გამონახვა, ქვეყანაში სტაბილურობისა და დემოკრატიულობისთვის,- ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა ოპოზიციონერ ლიდერებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ფიქრი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გამოიძებნოს „ჯადოსნური“ საერთო ნიადაგი პროცესში ჩართული ყველა მხარის მიერ, გრძელდება.

„მინდა აღვნიშნო, რომ შეხვედრა, რომელიც დღეს საღამოს გაიმართა, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმაში დასარწმუნებლად, რომ მოლაპარაკებები და ყველა მხარის ამბიციები საერთო პლატფორმის ძიების მიმართულებით ჯერ კიდევ აქტიურია, რომელსაც ჩვენ უკვე რამდენიმე კვირაა ვეძებთ. ჩვენ გვქონდა დისკუსია იმ შვიდ პარტიასთან, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა. ჩვენ ახლა განვიხილავთ ამ დისკუსიის შედეგებს და დავფიქრდებით, როგორ შეიძლება ამის გამოყენება პროცესების წინ წასაწევად. როგორც უკვე ვთქვი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფიქრი იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა გამოიძებნოს ეს „ჯადოსნური“ საერთო ნიადაგი, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ გრძელდება ყველა მხარის მიერ და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საბოლოოდ, შესაძლებელი გახდება ასეთი თანხვედრის წერტილების გამონახვა. მაგრამ ამაზე მეტს ვერაფერს გეტყვით ამ ეტაპზე, რადგან მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს.

ჩემთვის ნათელია, რომ ეს დისკუსია რთული იქნება და რთულად გაგრძელდება, მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნე, საბოლოო ჯამში, შესაძლებელი უნდა გახდეს გზის გამონახვა და პროცესების განვითარება, ქვეყანაში სტაბილურობისა და დემოკრატიულობისთვის,“- განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო