ვახტანგ მეგრელიშვილი - უამრავი კითხვა მაქვს - მე და ზურა ჯაფარიძეს წლების განმავლობაში არ გვქონია ურთიერთობა, მაგრამ ეს არასდროს ეხებოდა გარე საკითხებს და ჩვენს საჯარო პოზიციონირებას

„გირჩის“ წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, მას სურს დროულად და ზუსტად გაიგოს, თუ რატომ მიიღო პარტია „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ თანაპარტიელებთან გამიჯვნის გადაწყვეტილება.

მეგრელიშვილის თქმით, მას და ზურა ჯაფარიძეს წლების განმავლობაში არ ჰქონდათ ურთიერთობა, მაგრამ ეს არასდროს ეხებოდა გარე საკითხებს და საჯარო პოზიციონირებას.

„მთავარი, რაც მე მაწუხებს არის ის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაირკვეს ეს პრობლემა. ჩვენ მოგვეცეს შესაძლებლობა, რომ ოთხივემ ისევე გავაგრძელოთ ამ პროცესში მონაწილეობა, როგორც აქამდე სრულფასოვნად ვმონაწილეობდით. ჩემი პასუხი არის ის, რომ რაც შეიძლება ზუსტად და სწრაფად მინდა გავიგო, რაში მდგომარეობს კონკრეტულად ამ წინადადების შინაარსი. მე არ მინდა, რომ ყველაფერი ერთდროულად გავაკეთო. მინდა, ნაბიჯ-ნაბიჯ გავიარო თითოეული პრობლემა“,-განაცხადა მეგრელიშვილმა.

კითხვაზე, პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით არის თუ არა „გირჩში“ აზრთა სხვადასხვაობა, მეგრელიშვილმა უპასუხა, რომ „ეს აქამდე არასდროს ყოფილა“.

„ის, რომ იაგო მოყვანილი იყო საბაბად, ამის არ მჯერა. სხვა რეალური მიზეზი მგონია. ყველა ჟურნალისტს პირველი ეგ კითხვა გიჩნდებათ. პირველი, რაც ზურა ჯაფარიძემ უნდა დააზუსტოს, ეგ საკითხია. უამრავი კითხვა მაქვს, რადგან მე და ზურა ჯაფარიძეს წლების განმავლობაში არ გვქონია ურთიერთობა, მაგრამ ეს არასდროს ეხებოდა გარე საკითხებს და ჩვენს საჯარო პოზიციონირებას“,-განაცხადა მეგრელიშვილმა.

ცნობისთვის, თანაპარტიელებთან გამიჯვნის გადაწყვეტილების შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ დღეს სოციალურ ქსელში დაწერა. „გირჩის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ზურაბ ჯაფარიძემ გადაწყვეტილება გუშინ მიიღო. როგორც პარტიის პრესსამსახურში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, გადაწყვეტილებას „ბევრი მიზეზი ჰქონდა, მათ შორის ის, რომ ერთმანეთს ვეღარ უგებდნენ“.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო