ლევან დავითაშვილი - ქვეყანაში ხორბლის 2 თვეზე მეტის მარაგი გვაქვს - ეს მარაგები გავზარდეთ ზუსტად იმის გამო, რომ არაორდინარული სიტუაციაა მსოფლიოში

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, სამინისტრო იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ქვეყანაში ხორბლის უწყვეტი მარაგი იყოს.

როგორც ლევან დავითაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, სამინისტროში არსებობს სურსათის უზრუნველყოფის, უსაფრთხოების მართვის გეგმა, რომელიც ხორბლის მარაგების აღრიცხვას აწარმოებს. მინისტრი აცხადებს, ქვეყანას ხორბლის 2 თვეზე მეტი მარაგი გააჩნია.

„ჩვენ დროის ყოველ მომენტში ვიცით, რა მარაგი გვაქვს და რა შემოდინება არის მოსალოდნელი. ასე რომ, ჩვენ პასუხისმგებლობა გვაქვს იმაზე, რომ ყველანაირი გაუთვალისწინებელი ვითარების მიუხედავად ქვეყანაში ხორბლით მომარაგება უწყვეტი იყოს, არ შეიქმნას დეფიციტი და მოსახლეობას არ შეექმნას პრობლემა. ეს სამინისტროს პასუხისმგებლობაა. ამასთან დაკავშირებით არაერთხელ განმიცხადებია და ამ პასუხისმგებლობას სამინისტრო თავს, მე მგონი, ძალიან კარგად ართმევს და თავს გაართმევს მომავალშიც.

ქვეყანაში 2 თვეზე მეტის მარაგი გვაქვს. მიმდინარე წლის განმავლობაში ჩვენ ეს მარაგები გავზარდეთ ზუსტად იმის გამო, რომ არაორდინარული სიტუაციაა მსოფლიოში, არამხოლოდ სამეზობლოში, არამედ გლობალურადაც. პანდემიიდან გამომდინარე, მათ შორის, იმპორტიორი ქვეყნების ქცევა შეცვლილია, ასევე მოსახლეობის. ამიტომ, ზოგადად მსოფლიო თვალსაზრისით სურსათზე დიდი წნეხია, ხშირ შემთხვევაში არარაციონალური და ასეთ არარაციონალურ გადაწყვეტილებებს სამწუხაროდ იღებენ ქვეყნები. ხშირ შემთხვევაში, ზუსტად ეს იწვევს ფასების ზრდას და იმის გამო, რომ ჩვენ დავაზღვიოთ, გვიწევს გაზრდილი მარაგებით ოპერირება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გარდა ამისა, ლევან დავითაშვილის თქმით, აშშ-დან საქართველოში წლის ბოლოს შემოდის ხორბლის „ორი დამატებითი გემი, რაც საჩუქარია“.

იხილეთ ვიდეო: ქვეყანაში ხორბლის 2 თვეზე მეტის მარაგი გვაქვს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო