ირმა ინაშვილი - 7 პარტიის შედგენილ პაკეტში 2 პუნქტი ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, ამ პუნქტთაგან ერთ-ერთს პირდაპირ აღვიქვამთ, როგორც ხელისუფლებასთან გარიგების ფორმულას

ჩვენ არასდროს არ ვიყავით არანაირ გაერთიანებულ ოპოზიციაში. არასდროს არ ვართ იქ, სადაც სააკაშვილი და ბოკერიაა. ჩვენ დამოუკიდებლად ვმოქმედებთ, - ასე ეხმაურება „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი შეკითხვას, რატომ არ ესწრებოდა „პატრიოტთა ალიანსი“ ოპოზიციასა და ელჩებს შორის დღეს გამართულ შეხვედრას.

ირმა ინაშვილის განმარტებით, ოპოზიციის მიერ შედგენილ წინადადებათა პაკეტში 2 პუნქტი მათთვის კატეგორიულად მიუღებელია, ამ პუნქტთაგან ერთ-ერთს კი მათი გუნდი ხელისუფლებასთან გარიგების ფორმულად აღიქვამს.

„დღეს ყველა ტელეარხი და ჟურნალისტი მეკითხება,- რატომ არ ვიყავით ელჩებთან შეხვედრაზე. გპასუხობთ ყველას:

ჩვენ არასდროს არ ვიყავით არანაირ გაერთიანებულ ოპოზიციაში. არასდროს არ ვართ იქ, სადაც სააკაშვილი და ბოკერიაა. ჩვენ დამოუკიდებლად ვმოქმედებთ. ელჩებს ჩვენ ვხვდებით ან მარტო ან ე.წ. რაუნდებზე, სადაც არის ხელისუფლებაც და საერთოდ სულყველა;

რამდენადაც მე ვიცი (შეიძლება, სწორად არც ვიცი), ეს იყო 7 პარტიის შეხვედრა და მე კვლავ ვამბობ: ჩვენ ვმოქმედებთ მარტო, ცალკე და დამოუკიდებლად!

ჩვენი მოთხოვნები იგივეა, რაც იყო. პირველი- ახალი არჩევნები გაზაფხულზე! მეორე- გაზაფხულზევე ჩატარდეს ელექტრონული არჩევნები. მესამე- გაზაფხულზევე არჩევნებში მონაწილეობა გახდეს სავალდებულო ყველასათვის. მეოთხე- გაზაფხულზევე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისთვის ან გაყალბებისთვის სისხლის სამართლის სასჯელი გახდეს 12 წლიდან ზემოთ. მეხუთე- საარჩევნო გარემოს ანუ ცესკოს და ა.შ. შეცვლა.

რაც შეეხება იმ 7 პარტიის პაკეტს, ბატონმა ბადრი ჯაფარიძემ გადმომიგზავნა ეს მასალა. იქ 2 პუნქტია, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, მაგრამ დღეს არაფერს ვიტყვი ამაზე, ვინაიდან თავად წინადადების პაკეტის ავტორები არ ასაჯაროვებენ მათი პაკეტის შინაარსს, ველოდებით მესამე რაუნდს. ამ პუნქტთაგან ერთ- ერთს მე და ჩვენი გუნდი პირდაპირ აღვიქვამთ, როგორც ხელისუფლებასთან გარიგების ფორმულას“, - წერს ირმა ინაშვილი საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე.

ხათუნა ლაგაზიძე - ვინც აირჩიეს, ის წავიდა და ვინც დარჩა, ისინი არ აურჩევიათ, პარლამენტის არალეგიტიმურობას პარლამენტში მარტო ოპოზიციის არარსებობა არ ქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2021
პაატა ცაგარეიშვილი  - საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები იმ შემთხვევაში აღმოჩნდება საფრთხის ქვეშ, თუ სომხეთი ახლო მომავალში შეძლებს გახდეს სატრანზიტო ქვეყანა
სოციალური ბარათის პინ კოდის მოქმედების ვადა 15 აპრილამდე გაგრძელდა
ინექსკრედიტი - ახალი პროდუქტი ინტელიექსპრესისგან, ქართველი ემიგრანტებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის
ორამინ-F - საკვები დანამატი, რომელიც ორგანიზმს მატებს სასიცოცხლო ენერგიასა და ტონუსს
ტერაბანკი ბიზნესკლიენტების დასახმარებლად
2021 წლის საოცარი დასაწყისი! Samsung Galaxy S21 |S21+ | S21 Ultra წინასწარი შეკვეთა დაიწყო