ბადრი ჯაფარიძე - გამორიცხულია, მეტ-ნაკლებად დიდმა პარტიამ პატარა პარტიას რაიმე პოზიციის შეცვლა აიძულოს

გამორიცხულია, რომ ვინმე მეტ-ნაკლებად დიდმა პარტიამ პატარა პარტიას აიძულოს რაიმე პოზიციის შეცვლა, - ასე პასუხობს პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ჟურნალისტების კითხვას ხომ არ მოექცნენ პატარა ოპოზიციური პარტიები დიდი პარტიების გავლენის ქვეშ თავიანთი გადაწყვეტილებების მიღებისას.

როგორც ჯაფარიძე აცხადებს, ყველა პარტია თავისი შეხედულებისამებრ მოქმედებს.

„არავინ არავის გავლენის ქვეშ არ არის. ყველა მოქმედებს თავისი შეხედულების შესაბამისად. გამორიცხულია, რომ ვინმე მეტნაკლებად დიდმა პარტიამ პატარა პარტიას აიძულოს რაიმე პოზიციის შეცვლა“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეხვედრის მიზანი ფასილიტატორ ელჩებთან განხილული ის საკითხებია, რაზეც საბოლოოდ „ქართული ოცნება“ და ოპოზიცია უნდა შეთანხმდნენ.

„ვფიქრობ, ოპოზიციური პარტიების ერთსულოვნება არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს შეხვედრაც მოწვეულ იქნა იმისთვის, რომ ყველას ჰქონდეს წარმოდგენა იმ საკითხებზე, რაც გუშინ ჩვენს მოდერატორებს გადავეცით.

ახლა პარლამენტში შესვლის საკითხს არ განვიხილავთ. განვიხილავთ იმ წინადადებებს, რომელიც ჩვენს მოდერატორებს გადაეცათ“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

რაც შეეხება ირმა ინაშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, 7 პარტიის შედგენილ პაკეტში 2 პუნქტი „პატრიოტთა ალიანსისთვის“ კატეგორიულად მიუღებელია და ამ პუნქტთაგან ერთ-ერთს პირდაპირ აღვიქვამენ, როგორც ხელისუფლებასთან გარიგების ფორმულას, ჯაფარიძე ამბობს, რომ ხელისუფლებასთან გარიგების რაიმე ნიშანწყალი დოკუმენტში არ არის.

„ქალბატონი ირმას მოსაზრებას პატივს ვცემ, მაგრამ ხელისუფლებასთან გარიგების რაიმე ნიშანწყალი იმ დოკუმენტში არ არის. იქ არის მოთხოვნები, რომელიც საზოგადოებისთვის მეტნაკლებად ცნობილია. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ გაუგებრობაა და ქალბატონ ირმასთან შესახვედრი ვიქნებით რომ გავაცნოთ“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს