იაგო ხვიჩიას განცხადებით, პარტიის შიგნით არსებული ვითარება პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხს არ უკავშირდება

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის იაგო ხვიჩიას განცხადებით, პარტიის შიგნით არსებული ვითარება არანაირად არ უკავშირდება პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხს. ამის შესახებ იაგო ხვიჩიამ „ლეიბორისტულ პარტიაში“ ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

„თანამოაზრეები ვართ იმ საკითხში, რა საკითხზეც ამ შეხვედრებზე დავდივართ, არ მახსოვს საკითხი, რომ ამ ოფისში მოვსულიყავით და მე და ზურა ჯაფარიძე არ ვყოფილიყავით თანამოაზრეები. „გირჩის“ შიგნით სიტუაციაზე და ზურასა და ჩვენს ურთიერთობაზე კომენტარს არ გავაკეთებ“, - განაცხადა ხვიჩიამ.

კითხვაზე, გაყოფის შემთხვაზე ვის დარჩება „გირჩი“, ხვიჩიამ განაცხადა, რომ საკითხი ასე არ წყდება. „ყველა „გირჩში“ რჩება, ჩემი აზრით, ასე არ წყდება საკითხი. ჩემთვის ეს არ არის ისეთი საკითხი, რომ ტელევიზიებში ვილაპარაკო, ჩვენ „გირჩის“ შიდა ჯგუფებში დავიწყებთ ამაზე საუბარს და ვილაპარაკებთ ყველაფერზე,“- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

იხილეთ ვიდეო:იაგო ხვიჩიას განცხადებით, პარტიის შიგნით არსებული ვითარება პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხს არ უკავშირდება

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა