გიგი უგულავა - ერთადერთი თხოვნა მაქვს ირმა ინაშვილთან და „პატრიოტთა ალიანსთან“, თვითონ ნუ შევლენ პარლამენტში და დანარჩენი რაც გინდა ის ილაპარაკონ

„ერთადერთი თხოვნა მაქვს ირმა ინაშვილთან და მთლიანად „პატრიოტთა ალიანსთან“ თვითონ ნუ შევლენ პარლამენტში და დანარჩენი რაც გინდა ის ილაპარაკონ“,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის ირმა ინაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის აღნიშნავს, რომ ოპოზიციის წინადადებებიდან ერთ-ერთს ხელისუფლებასთან გარიგების ფორმულად აღიქვამს.

გიგი უგულავას თქმით, ფასილიტატორი ელჩების თხოვნით, ოპოზიცია ვერ გაასაჯაროვებს იმ წინადადებებს, რომელიც გუშინ ოპოზიციის წევრებმა ელჩებთან წერილობითი ფორმით წარადგინეს.

„როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ფასილიტატორი ელჩების თხოვნაა, რომ არ გასაჯაროვდეს რამდენიმე დღე ის წინადადებები, რომლებიც გუშინ ჩვენ წერილობით წარვადგინეთ, ამიტომ ამ თხოვნას ვასრულებთ. ბუნებრივია, ეს ეხება რამდენიმე დღეს, დიდი ხანი ვერ გაიწელება. ჩვენ სპეციალურად წარვადგინეთ ჩვენი წინადადებები, იმიტომ რომ ვითხოვთ ანალოგიურ წერილობით პასუხს „ქართული ოცნებისგან“ არა ბრიფინგებით და კომენტარებით. წინადადებები არსებითად ეფუძნება იმ სულისკვეთებას, რასაც პოლიტიკური ოპოზიცია ვახმოვანებდით ამ ხნის განმავლობაში. დოკუმენტი, რომელიც გუშინ წარვადგინეთ საგზაო რუკაა, თუ როგორ უნდა განიმუხტოს ის პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც ბიძინა ივანიშვილმა შეგვიყვანა“,-აცხადებს უგულავა.

კითხვაზე, თუ რამდენად არის შეთანხმებული წინადადებები და რამდენად გამოხატავს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების აზრს, უგულავა აცხადებს რომ საბოლოო პოზიცია აზრთა სხვადასხვაობის გაზიარებით და დისკუსიით არის შეჯერებული.

„აზრთა სხვადასხვაობა ნორმალური რამ არის, არანორმალური რატომ არის „ქართული ოცნება“, აზრთა სხვადასხვაობას აზრი არ აქვს, ბიძინა ივანიშვილი თავისი უაზრო თავით წყვეტს . აზრთა სხვადასხვაობა ბუნებრივი უნდა იყოს და არის, ეს პოზიცია შეჯერებულია აზრთა სხვადასხვაობის გაზიარებით და დისკუსიით. ირმა ინაშვილს შეიძლება განსხვავებული პოზიცია ჰქონდეს. ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ, ერთადერთი თხოვნა დამრჩება მათ მიმართ, იმ ბრალდებით, რომ „ვიღაცა ვიღას შეეკრა“ ამ ბრალდებით არ შევიდნენ. პარლამენტში თუ არ შევლენ, მაშინ რაც გინდათ ის ილაპრაკეთ, არ აქვს მნიშვნელობა“,- აცხადა უგულავა.

შეგახსენებთ, ოპოზიციის ლიდერებისა და ელჩების გუშინდელ შეხვედრას, სადაც ოპოზიციამ საკუთარი წინადადება წერილობითი ფორმით წარადგინა, „პატრიოტთა ალიანსი“ არ ესწრებოდა. მოგვიანებით პარტიის ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განმარტება გააკეთა, სადაც ის დასძენს, რომ ოპოზიციის წინადადების ორი პუნქტი მათთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო. „იქ 2 პუნქტია, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, მაგრამ დღეს არაფერს ვიტყვი ამაზე, ვინაიდან თავად წინადადების პაკეტის ავტორები არ ასაჯაროვებენ მათი პაკეტის შინაარსს, ველოდებით რა მესამე რაუნდს. ამ პუნქტთაგან ერთ - ერთს მე და ჩვენი გუნდი პირდაპირ აღვიქვამთ, როგორც ხელისუფლებასთან გარიგების ფორმულას“, - აცხადებს ინაშვილი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს