გიგი წერეთელი - საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ, ინდივიდუალურად ვუწყობთ თუ არა ხელს ნდობის აღდგენას და თანამშრომლობას ეუთო-ს სივრცეში

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, გიგი წერეთელმა ეუთო-ს მინისტერიალის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ონლაინ ფორმატის შეხვედრას ორგანიზაციის 57 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, ელჩები და ეუთოს ლიდერები დაესწრნენ.

გიგი წერეთელმა თავის გამოსვლაში ეუთო-ს სივრცეში არსებულ პრობლემებზე და გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „რკინის ფარდის" დაცემის შემდეგ კვლავაც ადგილი აქვს ერთმანეთისგან დაშორიშორებას და ურთიერთნდობას.

„მთელი ამ წლების განმავლობაში ეუთო-მ უამრავი მცდელობა გამოავლინა მისი ეფექტურობის ასამაღლებლად, მაგრამ დღეს, ალბათ, უფრო შორს ვართ ერთიანობისგან და ურთიერთნდობისგან, ვიდრე ოდესმე "რკინის ფარდის" დაცემის შემდეგ. ისევ და ისევ, გასული ათწლეულების განმავლობაში ეუთო-ს ტერიტორიაზე ჩვენ განვიცდით ომებს, შეიარაღების კონტროლის შესუსტებას, ოპოზიციური მოძრაობების სასტიკ რეპრესიებს. ჩვენ ვნახეთ თავდასხმები თავისუფალ სიტყვას და თავისუფალ მედიაზე, მანკიერი არჩევნები, მზარდი შეუწყნარებლობა და დისკრიმინაცია, აგრეთვე სხვა ღრმა განხეთქილებები და პოლემიკა ჩვენს საზოგადოებებში. სამწუხაროდ, შესამჩნევია ექსტრემისტული ჯგუფები და, ისევ და ისევ, დამანგრეველი ტერაქტები. კითხვა, რომელიც დღეს უნდა დავსვათ, არ არის შემდეგი: გაამართლა ეუთო-მ ოცდაათი წლის წინ შექმნილი მოლოდინები? კითხვაა: ყველამ - მონაწილე სახელმწიფოების მთავრობებმა - პრაქტიკაში შეასრულეს დაპირებები, რომლებიც მათ გასული ოცდაათი წლის განმავლობაში გასცეს? პარლამენტარებისთვის და ჩემთვის, როგორც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისთვის, ეს არის ძალიან ლეგიტიმური კითხვა, რომელიც უნდა დაისვას. როგორც 57 მონაწილე სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებს, შეგიძლიათ თქვათ, რომ თქვენი პოლიტიკა და ქმედებები ყოველთვის შეესაბამება ეუთო-ს ვალდებულებებს? რამდენად დიდი ყურადღება ექცევა ეუთო-ს პრინციპებისა და ვალდებულებების შესრულებას მთავრობების მიერ და თქვენი ქვეყნების შიგნით? და რამდენად დიდ ინტერესს გამოხატავენ ისინი ეუთოს მიერ ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისთვის? ორგანიზაციაში, რომელშიც თითოეული მონაწილე ანგარიშვალდებულია სხვების წინაშე, რა თქმა უნდა, ლეგიტიმური და აუცილებელია იმ საკითხების მოგვარება, სადაც ვერ ვხედავთ ეუთო-ს და სხვა საერთაშორისო სტანდარტების დაცვას. ჩვენ, როგორც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა, ამაზე ძალიან ღიად ვაცხადებთ. იქნება ეს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა უკრაინა და საქართველო, უმცირესობების უფლებები, დემოკრატიული უკუსვლა ან ადამიანის უფლებების შელახვა. საშინელებაა, როდესაც ვხედავთ, რომ მშვიდობიანი მომიტინგეები სცემენ ან კლავენ, რადგან მთავრობები ხელისუფლებას ეჭიდებიან. სწორია ამის თქმა ხმამაღლა და გარკვევით. ჩვენ ისეთივე კრიტიკული უნდა ვიყოთ საკუთარი თავის მიმართ, როგორც ჩვენი პარტნიორების მიმართ. და რაც მთავარია, უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს, ინდივიდუალურად ვუწყობთ ხელს თუ არა ნდობის აღდგენას და თანამშრომლობას ეუთოს სივრცეში", - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო