ეკა ბესელია - არ უნდა მოხდეს ისე, მმართველი პარტიის სატყუარას ვინმე დათანხმდეს - პლებისციტი არ არის თავისუფალი არჩევნების ალტერნატივა

არ უნდა მოხდეს ისე, მმართველი პარტიის სატყუარას ვინმე დათანხმდეს; არ შეიძლება ისეთ პროცესში შესვლა, რომლის შედეგიც შეიძლება საზიანო იყოს. პლებისციტი არ არის თავისუფალი არჩევნების ალტერნატივა, - ამის შესახენ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა ეკა ბესელიამ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, ვინც ახლა გარიგებაში შევა ხელისუფლებასთან, ის უბრალოდ პოლიტიკურ მომავალს თავისი ხელით დაასრულებს.

„რაც შეეხება პლებისციტს, ამ საკითხზე გვქონდა მსჯელობა, მე მაქვს განსხვავებული მოსაზრება, რაც ღიად გავუზიარე ყველა დანარჩენს და ვუთხარი, რომ თუ ეს განხილულია როგორც გზა, არჩევნებთან მისასვლელი,ანუ არჩევნების დანიშვნის გზა, ეს კიდევ სხვა რამეა. თუმცა, მე პირადად მგონია, რომ არცერთი წინაპირობა არჩევნების დანიშვნის თარიღთან დაკავშირებით, როგორც ალტერნატივა, არ უნდა იყოს განხილული. მგონა, რომ ზოგადად კარგია, როცა ხალხს ეკითხები რა სურს მას, ეს ყოველთვის კარგი ფორმაა, მაგრამ არ უნდა მოხდეს ისე, რომ სატყუარა გადმოაგდოს მმართველმა პარტიამ და ამ სატყუარას ვინმე დათანხმდეს. არ შეიძლება ისეთ პროცესში შესვლა, რომლის შედეგიც შეიძლება საზიანო იყოს. პლებისციტი არ არის თავისუფალი არჩევნების ალტერნატივა, ამაზე შევთანხმდით. ეს კითხვა დავსვი - თუ დგას საკითხი არჩევნები თუ პლებისციტი? - ეს არ არის თანაზომადი პოლიტიკური მოთხოვნა. პლებისციტი არ არის სავალდებულო ხასიათის სამართლებრივი და პოლიტიკური პროცესი. რომც თქვას ხალხმა გვინდა არჩევნები - ხელისუფლებას შეუძლია არ დანიშნოს, რადგან პირდაპირ წერია კონსტიტუციაში, რომ ეს სავალდებულო არ არის. თუ სავალდებულო არ არის, ვერც მოთხოვ. ამიტომ ამ პროცესში შესვლა და შეყოლა მიმაჩნია დროის გაყვანად, „ოცნების“თამაშად და არასწორი პოლიტიკურ სვლაა. ასეთი ტიპის გამოკითხვები შეიძლება ჩაატარო მაშინ, როდესაც იცი, რომ ჩატარდება ობიექტურად და ხალხის განწყობა რეალიზებული იქნება. თუ წინასწარ იცი, რომ ეს არის დროის გაყვანის მცდელობა და მეტი არაფერი, ამის მოთხოვნა არ იქნება სწორი არჩევნების საპირწონედ. აქ შეიძლება იყოს მსჯელობა და დავრჩეთ განსხვავებულ მოსაზრებებზე. დანარჩნი ყველა სხვა საკითხი არის სადისკუსიო.

მთავარი ახლა არის, პარლამენტში შევა თუ არა ვინმე, ვინმეს იპოვის თუ არა მმართველი პარტია, რომელსაც სხვადასხვა მიზეზით დაითანხმებს, რადგან მას სასიცოცხლოს სჭირდება ახლა ფორმალური ლეგიტიმაცია. ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე ვამბობ, ვინც ახლა გარიგებაში შევა ხელისუფლებასთან, ის უბრალოდ პოლიტიკურ მომავალს თავისი ხელით დაასრულებს. მას უნდა ესმოდეს, რომ ასეთ პოლიტიკურ თამაშებს არასდროს გპატიობს ისტორია“, - განაცხადა ბესელიამ.

მისივე თქმით, არიან ადამიანები, ვინც პლებისციტს ემხრობიან, თუმცა მათი დასახელებისგან ბესელიამ თავი შეიკავა.

„გამეხარდება თუ ჩემი შიშები და სიფრთხილე არ გამართლდება, მაგრამ წინმსწრებად, პრევენციულად ვაკეთებ ამ განცხადებას, რადგან ვიცი, რომ ამ დღეებში არ არის იოლი ცდუნებას გაუძლოს ადამიანმა, რომელსაც ხელთ მანდატი აქვს. ძალიან ბევრი ბერკეტი იქნება გამოყენებული ხელისუფლების მხრიდან, რომ ვინმე იპოვოს, ვისაც დაითანხმებს. უსაფუძვლოდ ამაზე არ ვლაპარაკობ, მაქვს გარკვეული საფუძველი, ამიტომ ამ ჭიდილში იმედი მაქვს, კეთილგონიერება გაიმარჯვებს და ყველა პოლიტიკოსი მიხვდება, რომ ახლა ასეთი პოლიტიკური ნაბიჯი რაიმე მიზეზით შევიდეს პარლამენტში, ეს ნიშნავს დაასრულო პოლიტიკური საქმიანობა ძალიან ცუდად. თვითდაზიანების ყველაზე ცუდი ფორმა იქნება“, - განაცხადა ბესელიამ და დასძინა, რომ „ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა კვლავ ახალი არჩევნები მომავალ წელს და რაც შეიძლება მალე“.

„ახლა უნდა გამოჩნდეს, რასაც ვამბობთ იმას ვაკეთებთ თუ არა“, - განაცხადა ბესელიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა