ირმა ნადირაშვილი „იფსოს“-ის კვლევაზე - ამ კვლევამ აჩვენა საზოგადოების განწყობა, რომ არჩევნები ჩატარდა დიდი ხარვეზებით და „ქართულმა ოცნებამ" შეცვალა საზოგადოების ნება

"ევროპული საქართველოს" წევრის, ირმა ნადირაშვილის განცხადებით, " მთავარი არხის" დაკვეთით ჩატარებულ „იფსოს“-ის კვლევაში ნათლად ჩანს საზოგადოების განწყობა, რომ ქვეყანა ვითარდება არასწორი მიმართულებით და „ქართული ოცნების" მთავრობას გადასაჩეხად მიჰყავს ქვეყანა მისი არასწორი მართვის გამო.

ნადირაშვილის თქმით, ამ კვლევამ ასევე აჩვენა საზოგადოების განწყობა, რომ არჩევნები ჩატარდა დარღვევებით და "ქართულმა ოცნებამ" შეცვალა საზოგადოების ნება.

„იფსოს-ის კვლევამ აჩვენა ის განწყობები, რომლებიც ნამდვილად არსებობს საზოგადოებაში, რომ ქვეყანა არასწორი გზით ვითარდება, რომ "ქართული ოცნების" მთავრობას გადასაჩეხად მიჰყავს ეს ქვეყანა თავისი პოლიტიკის არასწორი მართვის გამო.

ამ კვლევამ დაადასტურა და აჩვენა განწყობა საზოგადოების, რომ არჩევნები ჩატარდა დარღვევებით, ძალიან დიდი ხარვეზევებით და "ქართულმა ოცნებამ" შეცვალა და გადაჯღაპნა ოქმები და ამით შეცვალა საზოგადოების ნება. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ერთადერთი გამოსავალი ამ ქვეყანაში ხელახალი არჩევნების ჩატარებაა,“ - განაცხადა ნადირაშვილმა.

ცნობისთვის, „მთავარი არხის" დაკვეთით კომპანია IPSOS-მა პოსტსაარჩევნო კვლევა ჩაატარა. კვლევის მიხედვით, კითხვაზე, როგორი მიმართულებით ვითარდება ქვეყანა, მოქალაქეების 59% ფიქრობს, რომ არასწორი მიმართულებით, 41%-ი კი ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. გამოკითხული მოქალაქეების 62 % -ი "ქართული ოცნების" საქმიანობას არ იწონებს, 38%-ი კი იწონებს. რაც შეეხება არჩევნებს, გამოკითხულთა 52% ფიქრობს, რომ არჩევნები მნიშვნელოვანი დარღვევებით ჩატარდა, რამაც შეცვალა არჩევნების შედეგები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა