ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში ყაჩაღობა მოხდა. წუხელ, თავდამსხმელები ერთ-ერთ ოჯახში შეიჭრნენ. სახლში ასაკოვანი ქალი მარტო იმყოფებოდა.
არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელები ქალს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მომხდართან დაკავშირებით, შს სამინისტრომ გამოძიება 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.