ზურაბ ჯაფარიძე - „გირჩი“ კი არ დაიშალა, გაიშალა, ბევრი „გირჩი“ იქნება

ჩათვალეთ, რომ „გირჩი“ კი არ დაიშალა, გაიშალა, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ჯაფარიძემ განმარტა, „ბევრი გირჩი“ იქნება.

„2008-ში ოპოზიცია რომ დაიშალა, ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თქვა, ოპოზიცია კი არ დაიშალა, გაიშალაო. ჩათვალეთ, რომ "გირჩი" კი არ დაიშალა, გაიშალა, ბევრი "გირჩი" იქნება“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სამ თანაპარტიელს ემიჯნება. როგორც მან განაცხადა, პარტიულ საქმიანობას სანდრო რაქვიაშვილთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და იაგო ხვიჩიასთან აღარ გააგრძელებს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჯაფარიძემ რამდენიმე დღის წინ დაწერა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს