აზერბაიჯანში კორონავირუსის 3 086 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 43 პაციენტი გარდაიცვალა

ბოლო დღის განმავლობაში, აზერბაიჯანში კორონავირუსის 3 086 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ ინფორმაციას მედია აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ კორონავირუსთან ბრძოლის შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოფიციალური მონაცემებით, ბოლო დღის განმავლობაში, კორონავირუსით 43 პაციენტი გარდაიცვალა.

საერთო ჯამში ქვეყანაში, კორონავირუსის 149 765 შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსს სულ 1 675 ადამიანი ემსხვერპლა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა