ლევან გოგიჩაიშვილი - ოპოზიციას არავინ ექაჩებოდა იმის სათქმელად, რომ პარლამენტში არ შევიდოდნენ, თავად ასწიეს თამასა და სიტყვის გატეხვა მათ რეპუტაციულ პრობლემებს შეუქმნის

პარლამენტში არშესვლას აქვს მორალური პოზიცია, ძალიან ძლიერი პოზიცია, ამას დასჭირდება ძალიან სერიოზული გამბედაობა, რაც ცდუნების გაძლებაა,- ამის შესახებ „ერთიანი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის“ ლიდერმა ლევან გოგიჩაიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციონერებმა თამასა თავად აწიეს, როდესაც განაცხადეს, რომ პარლამენტში არ შევიდოდნენ, თუმცა ეს მორალურად სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან არჩევნები გაყალბდა.

„ძალიან დიდი მიზიდულობა აქვს პარლამენტს და მესმის, რომ პოლიტიკოსები არჩევნებში იმისთვის იღებენ მონაწილეობას, რომ, საბოლოო ჯამში, მანდატებისთვის იბრძოლოს. მანდატი გჭირდება იმისთვის, რომ პოლიტიკაში იყო, პარლამენტში იყო, გავლენა გქონდეს, ბერკეტი გქონდეს და შესაბამისად, ტრიბუნა გქონდეს, ეს პატარა ამბავი არ არის. თუ ადამიანები შეძლებენ ამ ვნებების მოთოკვას, რომ არ შევიდნენ, ჩემს თვალში ეს ადამიანი გაიზრდებიან.

ამაზე უარის თქმას სერიოზული გამბედაობა სჭირდება, მაგრამ ვიღაცებს არავინ არ ექაჩებოდა იმის სათქმელად, რომ პარლამენტში არ შევიდოდნენ. ამ ადამიანებმა თვითონ აწიეს ეს თამასა. მორალურად ეს ძალიან სწორია, იმიტომ რომ ვფიქრობ, ეს არჩევნები იყო ძალიან მძიმე არჩევნები, გაყალბდა, ბუნებრივია, „ქართულ ოცნებას“ არ აქვს 48%, მას რეალურად აქვს ის პროცენტი, რა რაოდენობის ამომრჩეველიც მეორე ტურზე მივიდა“,- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ოპოზიციური პარტიები პარლამენტში არ შესვლასთან დაკავშირებით, თავის სიტყვას გატეხენ, ეს ამომრჩეველში იმედგაცრუებას გამოიწვევს.

მისივე თქმით, ბარიერგადალახულ ოპოზიციონერებს პარლამენტში შესვლისთვის არ გააკრიტიკებდნენ, თუმცა ბოიკოტის გამოცხადების შემდეგ სიტყვის გატეხვა, მათ რეპუტაციულ პრობლემებს შეუქმნის.

„მე მგონია, ამომრჩეველი თავის არჩეულს არ უნდა გაუბრაზდეს იმის გამო, შევიდა ის პარლამენტში თუ არ შევიდა. შეიძლება გაუბრაზდეს იმის გამო, რომ დღეს ერთს ამბობ და ხვალ მეორეს ამბობ. შეიძლება ამ ხალხს არ ეთქვა თავიდანვე, რომ არშევალთო და შესულიყვნენ და ამის გამო არავინ არ გააკრიტიკებდა. იტყოდა რომ: „გაყალბდა, დავიჩაგრე, ვერაფერს ვერ ვაკეთებ, დამრჩა ეს მანდატი და ეს მანდატი მინდა გამოვიყენო. დამაკლეს მანდატები, მაგრამ, არაუშავს, უფრო მეტ ენერგიას ჩავდებ, ვიბრძოლებ და არ შევარჩენ „ქართულ ოცნებას“, მაგრამ, იმ ხალხს, ვინც ბოლო ორი თვის განმავლობაში აცხადებდა, რომ არშევალთო, შეიძლება ამ სიტყვების გამო შეექმნათ რეპუტაციული პრობლემა, ვიდრე შესვლისთვის,“- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო