ირაკლი კობახიძე - თუ ზოგიერთი პარტია გადაწყვეტს, არ შემოვიდეს პარლამენტში, მათ მეტ დროს დავუთმობთ, რომ მოგვიანებით შემოვიდნენ, სადეპუტატო უფლებამოსილება არ შეუწყდებათ

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დეპუტატებს, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ, უფლებამოსილება არ შეუწყდებათ და ნებისმიერ დროს შეეძლებათ ბოიკოტის რეჟიმი შეწყვიტონ და პარლამენტში შევიდნენ.

როგორც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართული მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის შემდეგ კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გრძელდება და წარმატება ბევრი მიმართულებითაა.

ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ პარლამენტში ყველა პარტია შეიკრიბება.

„მანდატების დათმობას რაც შეეხება, ეს მათი გადასაწყვეტია. თუ ზოგიერთი პარტია გადაწყვეტს, არ შემოვიდეს პარლამენტში, ჩვენ რა მექანიზმიც გვქონდა, იმ მექანიზმს ავამოქმედებთ. ანუ ჩვენ მეტ დროს დავუთმობთ ამ პარტიებს იმისთვის, რომ თუნდაც მოგვიანებით შემოვიდნენ პარლამენტში. მათ სადეპუტატო უფლებამოსილება არ შეუწყდებათ, ეს არის საბოტაჟის საწინააღმდეგო მექანიზმი, რომელიც კონსტიტუციაშია გათვალისწინებული. ნებისმიერ დროს, მაგალითად მომავალ წელს, შეეძლებათ დატოვონ ბოიკოტის რეჟიმი და შემოვიდნენ პარლამენტში. ისინი ისედაც იყვნენ ბოიკოტის რეჟიმში, პარლამენტმა წელიწადზე მეტი გაატარა მათი ბოიკოტის რეჟიმში, მარტო იჯდა უმრავლესობა. იგივე გაგრძელდება, შეიძლება, გარკვეული პარტიების მხრიდან, მაგრამ დიდ ხანს არ გაგრძელდება. ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა პარტიამ შეთანხმებას მოაწეროს ხელი ელჩების თანდასწრებით და დიდი იმედი გვაქვს, ყველა პარტია იქნება შეკრებილი. გრძელდება მოლაპარაკებები და ძალიან ბევრი მიმართულებით გვაქვს წარმატება, გაგრძელდება ეს პროცესი. დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ საარჩევნო რეფორმის ბევრ ასპექტში პოზიციები შეჯერებული გვაქვს“,- განაცხადა კობახიძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის