მთავრობის ადმინისტრაციასთან სლოგანებით  „გაუფრთხილდით ბუნებას", „მწვანე ავტობუსი არ ნიშნავს მწვანე პოლიტიკას", „არა დამანგრეველ ჰესებს" აქცია იმართება

"ეკოლოგია უალტერნატივოა", "გაუფრთხილდით ბუნებას", "მწვანე ავტობუსი არ ნიშნავს მწვანე პოლიტიკას", "არა დამანგრეველ ჰესებს", "არა ნამახვან ჰესს და ონის კასკადს", - ამ სლოგანებით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან სამოქალაქო აქტივისტების გამაფრთხილებელი აქცია იმართება.

აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციაში წერილი შეიტანეს.

"დღეს ჩვენ შევიტანეთ მთავრობის ადმინისტრაციაში წერილი იმ მოთხოვნით, რომ ერთხელ და სამუდამოდ, გამოცხადდეს მორატორიუმი ონის და ნამახვანის კასკადური ჰესების მშენებლობაზე მანამ, ვიდრე არ იქნება გეოლოგიური, გარემოზე ზემოქმედების დასკვნა მზად. მშენებლობის ნებართვა გაცემულია და სრულიად პარადოქსულია, რომ ის ზესტაფონის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა გასცეს. ამიტომ მოვითხოვთ ხელშეკრულების გასაჯაროებას და მორატორიუმის გამოცხადებას. ასევე, საჯარო განხილვას ენერგოპოლიტიკაზე. 10% ჩვენი ენერგომოხმარების ხმარდება ბიტკოინების წარმოებას. რა თქმა უნდა, ენერგია გაძვირდება და მეტი ენერგორესურსი დაგვჭირდება, თუ ამ სისულელეებს გავაგრძელებთ. ვითხოვთ განახლებადი ენერგიების წარმოებას, როგორიც არის მზე, ქარი და არა ამ გიგანტური ჰესების მშენებლობას, რომელიც ეკოლოგიას ანგრევს. მთელი რიონის ხეობა, რაც ლეჩხუმის ნაწილია, მთლიანად იტბორება. ტვიშის ჯიშის ყურძენი და უამრავი კულტურული ძეგლი ნადგურდება. გაათვითცნობიეროს მთავრობამ, რომ ჰესების აკრძალვა არის მოსახლეობის მოთხოვნა. პროცესის გაუმჭვირვალობა იწვევს ეჭვს, რომ საქმე გვაქვს კორუფციულ გარიგებებთან და ერთეული ადამიანების ინტერესებთან," - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს