უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცედურის პარალელურად, სასამართლოსთან იურისტები აქციას მართავენ

უზენაეს სასამართლოსთან იურისტები საპროტესტო აქციას მართავენ. პარალელურად კი, სასამართლოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცედურა უნდა დაიწყოს. როგორც აქციაზე მყოფი იურისტები აცხადებენ, საქართველოში თავისუფალი სასამართლო არ არსებობს და დღევანდელი გასაუბრების პროცესიც მხოლოდ „კლანის" ინტერესებს ემსახურება. მათი თქმით, „კლანი" მხოლოდ თავის ერთგულ მოსამართლეებს არჩევს, შედეგად კი ქვეყანა დამოუკიდებელ სასამართლოს ვერ მიიღებს.

საია-ს იურისტის, ვახუშტი მენაბდის თქმით, სამწუხაროა, რომ ხელისუფლებიდან არავინ მოინდომა არსებული ვითარება შეეცვალა სასამართლოში.

„კლანი" უნდა წავიდეს. სასამართლო სისტემაში უნდა დასრულდეს მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის მმართველობა. ეს ხალხი მართლმსაჯულებას ირგებს საკუთარი ინტერესებისთვის და არა სამართლიანობის ინტერესებისთვის. ამიტომ, დღეს კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ იმისათვის, რომ გავაპროტესტოთ ეს ფაქტი და ის პროცესი, რომელიც დაიწყო და მხოლოდ და მხოლოდ, თვალის ახვევას ემსახურება", - განაცხადა მენაბდემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის განცხადებით, შესაცვლელია ქვეყანაში არსებული სასამართლო სისტემა და „კლანის" მმართველობა უნდა დასრულდეს.

„გვჭირდება სისტემური ცვლილებები. სასამართლო სისტემაში მხოლოდ პიროვნული ცვლილება არ გამოიწვევს საჭირო ეფექტსა და შედეგს. სასამართლო სისტემაში ვითარება გაუარესდა. ცხადია, ყველა მოსამართლეს არ მივაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ დიდი ნაწილი გადაწყვეტილებებს იღებს მანამდე, ვიდრე სასამართლო პროცესი ჩატარდება. სამწუხაროდ, არ მინდა ამაზე საუბარი მაგრამ არის კორუფციული ეჭვები, პოლიტიკური ზეგავლენა და მცდელობა იმისა, რომ ხელისუფლებას ასიამოვნონ. უკვე დარეკვაც კი აღარ სჭირდებათ, პირდაპირ მზად არიან შეასრულონ ყველანაირი დავალება", - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა