მედია - რუსეთის გემები ნატო-ს ქვეყნებთან ერთად ერთობლივ წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას

ათი წლის განმავლობაში პირველად რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების გემები ნატოს ქვეყნებთან ერთად ერთობლივ წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას,- რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ შავი ზღვის ფლოტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე ინფორმაციით, წვრთნები - AMAN-2021 - მომავალი წლის თებერვალში პაკისტანის სანაპიროებთან, კარაჩის აკვატორიაში ჩატარდება.

"წვრთნებში პაკისტანისა და რუსეთის საზღვაო ძალების გარდა მონაწილეობას მიიღებენ: აშშ-ის საზღვაო ძალები, დიდი ბრიტანეთის სამეფო სამხედრო-საზღვაო ძალები, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამხედრო-საზღვაო ძალები, იაპონიის საზღვაო თავდაცვის ძალები, თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალები, ფილიპინების სამხედრო-საზღვაო ძალები, მალაიზიის სამეფო საზღვაო ძალები, შრი-ლანკას სამხედრო-საზღვაო ძალები და ინდონეზიის სამხედრო-საზღვაო ძალები,” - ნათქვამია რელიზში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა