სამინისტრო - სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტმა საერთაშორისო საკვალიფიკაციო ტესტირება წარმატებით გაიარა

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტმა საერთაშორისო საკვალიფიკაციო ტესტირება წარმატებით გაიარა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საკვალიფიკაციო ტესტირება ნემატოდების სახეობების იდენტიფიკაციას ეხებოდა.

„ლაბორატორიის შედეგები 100%-ით შეესაბამება მოსალოდნელ შედეგებს და შეფასებულია, როგორც წარმატებული.

საკვალიფიკაციო ტესტირება (PT) ორგანიზებული იყო ჩეხეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის ზედამხედველობის და ტესტირების ცენტრალური ინსტიტუტის (UKZUZ), ბრნოს საკვალიფიკაციო ტესტირების პროგრამების დეპარტამენტის მიერ, ქალაქ ოლომოუცის მცენარეთა მავნებლების დიაგნოზის დეპარტამენტთან და ჩეხეთის ეროვნული საცნობარო (რეფერენს) ლაბორატორიასთან (NRL) თანამშრომლობით.

სოფლის მეურნეობის ზედამხედველობის და ტესტირების ცენტრალური ინსტიტუტი (UKZUZ), სპეციალური კანონების შესაბამისად, საერთაშორისო დონეზე ახორციელებს ექსპერტულ და გამოსაცდელ სამუშაოებს, აგრეთვე კონტროლისა და მონიტორინგის ღონისძიებებს მავნე ორგანიზმებისგან დაცვისა და მცენარეთა დაცვის სფეროში.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის პერსონალი ყოველწლიურად წარმატებით გადის პროფესიულ საკვალიფიკაციო ტესტირებებს. ლაბორატორიაში არსებული კვლევის მეთოდები კი, საერთაშორისოდ აკრედიტირებულია.

დამატებითი ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული სერვისებისა და ფასების შესახებ იხილეთ ვებგვერდზე - http://sla.gov.ge/Ge/Tariffs“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო