ილჰამ ალიევი - თურქეთის პოლიტიკური და მორალური მხარდაჭერა აზერბაიჯანის თითოეულ მოქალაქეს ამაყსა და ბედნიერს ხდის

თურქეთის მხრიდან მხარდაჭერა სამამულო ომის პირველივე დღეებიდან, უფრო ზუსტად კი, პირველივე საათებიდან ვიგრძენით, - აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოში, „თავისუფლების მოედანზე“ მიმდინარე სამხედრო აღლუმის დროს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, თურქეთის პოლიტიკური და მორალური მხარდაჭერა აზერბაიჯანის თითოეულ მოქალაქეს ამაყსა და ბედნიერს ხდის.

„რეჯეფ თაიფ ერდოღანის ღია, ცალსახა და მკაცრმა განცხადებებმა აზერბაიჯანელ ხალხს სიხარული მიანიჭა. ჩემმა ძმამ თქვა, რომ აზერბაიჯანი მართალია ამ ომში! მისი თქმით, აზერბაიჯანი მარტო არ არის და თურქეთი ყოველთვის მასთანაა. ეს არის ჩვენი ერთიანობის და ძმობის წარმოჩენა. თურქეთის პოლიტიკური და მორალური მხარდაჭერა აზერბაიჯანის თითოეულ მოქალაქეს ამაყსა და ბედნიერს ხდის და დღეს, როდესაც ჩვენ ერთად ვიღებთ მონაწილეობას „გამარჯვების აღლუმში“, კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ ჩვენს ერთიანობას როგორც ჩვენს ხალხებს, ასევე მთელს მსოფლიოს,“- განაცხადა ალიევმა.

მისივე თქმით, დღევანდელი დღე ისტორიული დღეა აზერბაიჯანისთვის.

შეგახსენებთ, ბაქოში, „გამარჯვების აღლუმი“ იმართება, რომელსაც აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტები, ასევე ორი ქვეყნის სხვა ოფიციალური პირები ადევნებენ თვალს.

ბაკურ კვაშილავა - 19 აპრილის შეთანხმებიდან მმართველი გუნდის გამოსვლა არ ნიშნავს იმას, რომ იგი არ არსებობს - თუ მათ ხმების 43% ვერ მიიღეს, „ქართულ ოცნებას“ მოუწევს ვადამდელი არჩევნების დანიშვნა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.08.2021
ისრაელის ელჩი - საქართველოს ყველა მეგობრისთვის 5 ივლისის მოვლენები აბსოლუტურად შოკისმომგვრელი იყო
ვიქტორ ყიფიანი - მოქმედება თუ უმოქმედობა: ასარჩევი აი ეს არის
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კავკასიის უნივერსიტეტს და ქეჯის ბიზნესის სკოლას შორის
"თიბისის" აპლიკაციების კონკურსი იწყება
კავკასიის უნივერსიტეტის და ნიუ ჯერსის უნივერსიტეტის ერთობლივი ორმაგი ხარისხის პროგრამა